
ოქსფორდ სთრითზე თითქმის შიშველმა კაცმა ლონდონელები შოკში ჩააგდო. ხალხი გაოცებული იყო, ზოგი ფოტოს უღებდა ზოგიც, კი "პირდაღებული" შესცქეროდა.
პარასკევიდან ინგლისის მაღაზიებში პირბადის ტარება აუცილებელი გახდა და მან ეს გამოხტომა ზუსტად ამ დღეს დაამთხვია.
32 წლის ტიმ შილი მორბენალი და ცნობილი იუთუბერია იგი ამერიკიდანაა. მას ამ სახით სურდა ახალი რეგულაციის გაპროტესტება.
აღსანიშნავია, რომ აკრძალვის პირველ დღეს ბევრ მაღაზიაში აღინიშნა შეხლა-შემოხლა მყიდველებს შორის. ისინი ითხოვდნენ კანონის აღსრულებას და პირბადის გაკეთებას იმ ადამიანებისგან ვინც კანონს არ ემორჩილებოდა და მაღაზიაში პირბადის გარეშე იმყოფებოდა, ხოლო მაკდონალდსის თანამშრომლებმა რამდენიმე უპირბადო მომხმარებელი გააგდო კვების ობიექტიდან.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე