რეზონანსი
27.07.2020

ფეისბუქ-მომხმარებელი გიორგი პაპუაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„ადვოკატი სრული სერიოზულობით ამბობს, რა წერილი, პატარა ჩანაწერებია, ისიც არ წერია ვის მიმარ დაიწერაო. არადა, ამ ერთმა სტრიქონმა - "ანგარიშზე თანხაა, გამოიყენეთ" - ჩემთვის სრული ფსიქოლოგიური სურათი დახატა არა მხოლოდ ამ გოგონასი, არამედ ოჯახისა და, წარმოიდგინეთ, ადვოკატისაც (იმის მიხედვით, როგორ შეხედა მან ამ წერილს).

არასოდეს ჩავერევი ასეთ საქმეში, არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ როგორც ჟურნალისტი და როგორც მრავალი სიუჟეტის შემქმნელი, თუნდაც, როგორც მკითხველი, შეძრწუნებული ვარ ამ ერთი სტრიქონით.

ამ ერთი სტრიქონის უკან მთელი ცხოვრება დგას. იგი თამამად გამოდგება გენიალური რომანის თუ კინონაწარმოების საფუძვლად. უკვე ის ფაქტი, რომ ეს სტრიქონი არაფერს ეუბნება ადვოკატს, საკმარისია იმისათვის, რომ იგი ამ პროფესიისათვის უვარგისია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×