რეზონანსი
27.07.2020

კო­ჯორ­ში დღეს ძლი­ე­რი სე­ტყვა იყო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აღ­ნიშ­ნულს ამ­სახ­ველ ფო­ტო­მა­სა­ლას კო­ჯრის "ფე­ის­ბუქჯ­გუფ­ში" ავ­რცე­ლე­ბენ. სე­ტყვას თან ერ­თვო­და ძლი­ე­რი ქა­რიც, რის გა­მოც ხე­ე­ბის ტო­ტე­ბია მო­ტე­ხი­ლი.

კო­ჯორ­ში სე­ტყვის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს "ფე­ის­ბუქ­ში" ავ­რცე­ლებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რი, ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლიც. "მე­ო­რედ მოს­ვლა კო­ჯორ­ში"-წერს ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი.ცნო­ბის­თვის,

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 ივ­ლისს, დღის ბო­ლო­დან 30 ივ­ლი­სამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით წვი­მა, ზო­გან ძლი­ე­რი, შე­საძ­ლე­ბე­ლია აღი­ნიშ­ნოს ელ­ჭე­ქი, სე­ტყვა, ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ზღვა­ზე 2-3 ბა­ლი­ა­ნი ღელ­ვა.

"მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო ქვეყ­ნის მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს", - ნათ­ქვა­მია სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×