რეზონანსი
04.08.2020

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე თავს გადამხდარ ინცინდენტზე წერს:

"გა­ცო­ფე­ბუ­ლი ვარ. ძაღლს ვა­სე­ირ­ნებ­დი ახლა და მომ­ვარ­და (არ ვიცი რა ჯიში იყო) 20-კი­ლო­ი­ა­ნი ძაღ­ლი. ჩემი 3-კი­ლო­ი­ა­ნი იორ­კი კი­ნა­ღამ და­მეხრჩო, იმი­ტომ რომ შო­კის­გან საბ­მე­ლით ავიყ­ვა­ნე, რომ არ ეკბი­ნა.

მერე ეს ძაღ­ლი მე შე­მო­მახ­ტა, დამ­კაწ­რა და ასე ეპო­ტი­ნე­ბი­და დო­ბის. პატ­რო­ნი - ვი­ღაც ქალი, სრუ­ლი­ად უტი­ფა­რი და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მე­უბ­ნე­ბა - "ნუ ყვი­რი­ხართ ყუ­რე­ბი მეტ­კი­ნა, დე­დის­ტო­ლა ქალი ვარო" (რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ჩა­ნარ­თე­ბით). გვერ­დით კაცი მიყ­ვე­ბო­და საბ­მე­ლით ხელ­ში, რო­მელ­მაც მშვი­დად გა­აგ­რძე­ლა გზა და არც შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლა, სა­ნამ ამ ქალ­მა ბო­ლოს­და­ბო­ლოს არ და­უ­ძა­ხა, მოდი საბ­მე­ლი მო­მი­ტა­ნეო. (სი­ტყვას არ ვა­მე­ტებ).

ძა­ლი­ან მინ­და ეს ქალი გა­მოჩ­ნდეს, გა­ვი­გო ვინ არის (ვე­რა­ზე, ბარ­ნოვ­ზე მოხ­და ეს ამ­ბა­ვი) რომ­ლის­ნა­ი­რი უტი­ფა­რი მარ­თლა არა­ვინ მი­ნა­ხავს და აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებ სა­სა­მარ­თლო­ში. აუ­ცი­ლებ­ლად! პრე­ცე­დენ­ტი უნდა შე­იქ­ნას ამ ქვე­ყა­ნა­ში! მას შემ­დეგ, რაც ძაღ­ლმა ქალი დაგ­ლი­ჯა, უკვე მე­ო­რედ შემ­ხვდა უსაბ­მე­ლო აგ­რე­სი­უ­ლი ( პატ­რო­ნი რომ მო­სიყ­ვა­რუ­ლედ ასა­ღებს) ძაღ­ლი წარ­მო­უდ­გენ­ლად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პატ­რო­ნე­ბით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×