ია აბულაშვილი
10.08.2020

"არასდროს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედა ღვთისას, რაც დაღუპავს რუსეთს"- ეს წინასწარმეტყველება ეკუთვნის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს წმინდანს სერაფიმ საროველს, რომელსაც წინასწარმეტყველებისა და სასწაულმოქმედების უდიდესი ნიჭი ჰქონდა.

მას ხშირად ეცხადებოდა მაცხოვარი, ერთ-ერთი გამოცხადების დროს ემცნო, რომ დედამიწაზე, ღვთისმშობლის პირველი წილხვედრი იყო საქართველო-ივერია, მეორე ათონის მთა, მესამე კიევო-პეჩორის ლავრა. ღვთისმშობლის გამოცხადებით კი ემცნო, რომ მას ადამიანები სულითა და ხორცით უნდა განკურნება. წირვა-ლოცვის დროს მამა სერაფიმე ცხადად ხედავდა ანგელოზებს. ამბობენ, სიცოცხლის ბოლო წლებში ლოცვისას ჰაერში ამაღლებცლიც უნახავთ.

სერაფიმე საროველმა სიყმაწვილეშივე თავი უფლის მსახურებას მიუძღვნა. მონასტერში წავიდა, შემდეგ საროვის უდაბნოში დასახლდა. 8 წლიანი მორჩილების შემდეგ, ბერად აღიკვეცა, ეწოდა სახელი სერაფიმე, რაც ცეცხლოვანს ნიშნავს. შემდეგ კი განდეგილი გახდა. საროვოს ნაპირებზე ამაღლებულ ბორცვზე ერთ პატარ სენაკში დასახლდა.

ლოცულობდა, საკვებს მხოლოდ დღეში ერთხელ იღებდა, პარასკეობით კი საერთოდ არ ჭამდა. ყოველ ღამე ტყეში ერთ უზარმაზარ ლოდზე ადიოდა და ხელაპყრობილი ლოცულობდა. დღისით კი კელიაში ტყიდან წამოღებულ ქვაზე ლოცულობდა, რომლიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ილცა წმინდანმა 1000 დღე და ღამე. ლოცვით კურნავდა ადამიანებს და ახდენდა სასწაულებს. მამა სერაფიმემ იცოდა თავისი აღასრულის მოახლოებაც და ამბობდა ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდებაო.

სიცოცხლის მანძილზე მამა სერაფიმე ატარებდა მხოლოდ თეთრ კვართს. ყელზე ეკიდა დედა აღათას ნაჩუქარი სპილენძის ჯვარი. მხერბზე გადაკიდებული ჰქონდა ჩანთა, რომელიც სავსე იყო ქვებით, ზედ კი ედო წმინდა სახარება, ასე ხვდებოდა ხალხს, კურნავდა და ეუბნებოდა ქრისტე აღსდგა!

წმინდა სერაფიმე საროველის ეკლესია, რომკლიც ყორჯომში მდებარეობს, მის მახლობლად არის კელია, რომელსაც აქვს წარწერა, რომ ეს არის ასლი სერაფიმე საროველის კელიისა, სადაც უკანასკნელი წლები გაატარა ღირსმა მამამ და სადაც ღვთისმშობელი ეცხადებოდა. ეკლესიის ტერიტორიაზე დღევს უზარმაზარი ქვა, წმინდა სერაფიმე საროველის ქვის ასლი, რომელზედაც წმინდანმა 1000 დღე ილოცა. მლოცველები საქართველოს ყველა კუთხიდან მიდიან ამ ქვსთან და სურვილს უთქვამენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×