
9 აგვისტოს, ადვოკატმა დიანა გვიშიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის შვილს კვების ერთ-ერთ ობიექტში, საკვების მირთმევის შემდეგ, ყელი დაუზიანდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ყელში მცირე ზომის რკინა ჰქონდა შერჭობილი.
დეტალების შესახებ დიანა გვიშიანი საუბრობს"
"ჩემი გოგონა, რომელიც 15 წლის არის, კლასელებთან ერთად "მზიურში" კონცერტს დაესწრო, რის შემდეგაც ასულან ვაკეში ამ ობიექტზე. აიღეს ბურგერები და მიირთმევდნენ, მითხრა, ჭამის დროს ვიგრძენი, რომ რაღაც გადამცდა და შემდეგ დამაწყებინა ხველაო. ამ მომენტში ზოგმა წყალი მიაწოდა, ზოგმა პური, მთელი გზა წყალს ასმევდნენ. სახლში რომ მოვიდა და ყელში ჩავხედე, უსტვენდასავით ბავშვი, შავად ჩანდა რაღაც ყელში. გამოვიძახე სასწრაფო და რომ ავუხსენი სიტუაცია, გაგვაფრთხილეს, რომ ბავშვს არ ესაუბრა და მაშინვე იაშვილში გადაიყვანეს. იქ დიდი მაკრატლით ამოაცალეს, 4-5 სანტიმეტრის რკინა, რომელიც იდრიკებოდა. მენეჯერსაც ვუთხარი, რომ ჩივილს არ ვაპირებდი და ასევე ყველა შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი. უბრალოდ დავწერე ერთი რაღაცის გამო, რომ ისევ თვითონ იყვნენ ყურადღებით, ჩემი შვილი გუშინ სიკვდილს გადარჩა და ეს დამიდასტურეს ექიმებმა. ძალიან შეწუხებული იყო მენეჯერი, მეც შვილები მყავსო. მინდა ხალხმა გაიგოს, რომ ყველა ბავშვი ჭამს ბურგერს და ფრთხილად იყვნენ - აი, ეს იყო ჩემი სტატუსის მიზანი და მეტი არაფერი", - განაცხადა გვიშიანმა.
"კრასბურგერის" მენეჯერი მომხდარი შესახებ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მომხადრი ამბით თავადაც გაოგნებულია.
"უბრალოდ ვერ ვხვდები, მთელი დღე აქ ვარ და ვერ ვიგებ როგორ შეიძლება რკინა ხორცში მოხვედრილიყო. არ მაქვს რკინის არაფერი ობიექტზე, შევედი ახლაც და ყველაფერი დავათვალიერე", - თქვა მენეჯერმა.
წყარო: AMBEBI.GE
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე