რეზონანსი
11.08.2020

9 აგ­ვის­ტოს, ად­ვო­კატ­მა დი­ა­ნა გვი­ში­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მის შვილს კვე­ბის ერთ-ერთ ობი­ექ­ტში, საკ­ვე­ბის მირ­თმე­ვის შემ­დეგ, ყელი და­უ­ზი­ან­და, რის შემ­დე­გაც გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბავ­შვს ყელ­ში მცი­რე ზო­მის რკი­ნა ჰქონ­და შერ­ჭო­ბი­ლი.

დეტალების შესახებ დიანა გვიშიანი საუბრობს"

"ჩემი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც 15 წლის არის, კლა­სე­ლებ­თან ერ­თად "მზი­ურ­ში" კონ­ცერტს და­ეს­წრო, რის შემ­დე­გაც ასუ­ლან ვა­კე­ში ამ ობი­ექ­ტზე. აი­ღეს ბურ­გე­რე­ბი და მი­ირ­თმევ­დნენ, მი­თხრა, ჭა­მის დროს ვიგ­რძე­ნი, რომ რა­ღაც გა­დამ­ცდა და შემ­დეგ და­მა­წყე­ბი­ნა ხვე­ლაო. ამ მო­მენ­ტში ზოგ­მა წყა­ლი მი­ა­წო­და, ზოგ­მა პური, მთე­ლი გზა წყალს ას­მევ­დნენ. სახ­ლში რომ მო­ვი­და და ყელ­ში ჩავ­ხე­დე, უს­ტვენ­და­სა­ვით ბავ­შვი, შა­ვად ჩან­და რა­ღაც ყელ­ში. გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო და რომ ავუხ­სე­ნი სი­ტუ­ა­ცია, გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, რომ ბავ­შვს არ ესა­უბ­რა და მა­შინ­ვე იაშ­ვილ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქ დიდი მაკ­რატ­ლით ამო­ა­ცა­ლეს, 4-5 სან­ტი­მეტ­რის რკი­ნა, რო­მე­ლიც იდ­რი­კე­ბო­და. მე­ნე­ჯერ­საც ვუ­თხა­რი, რომ ჩი­ვილს არ ვა­პი­რებ­დი და ასე­ვე ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი ვუ­თხა­რი. უბ­რა­ლოდ დავ­წე­რე ერთი რა­ღა­ცის გამო, რომ ისევ თვი­თონ იყ­ვნენ ყუ­რა­დღე­ბით, ჩემი შვი­ლი გუ­შინ სიკ­ვდილს გა­დარ­ჩა და ეს და­მი­დას­ტუ­რეს ექი­მებ­მა. ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო მე­ნე­ჯე­რი, მეც შვი­ლე­ბი მყავ­სო. მინ­და ხალ­ხმა გა­ი­გოს, რომ ყვე­ლა ბავ­შვი ჭამს ბურ­გერს და ფრთხი­ლად იყ­ვნენ - აი, ეს იყო ჩემი სტა­ტუ­სის მი­ზა­ნი და მეტი არა­ფე­რი", - განაცხადა გვიშიანმა.

"კრას­ბურ­გე­რის" მე­ნე­ჯე­რი მომხდარი შესახებ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მომხადრი ამბით თა­ვა­დაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლია.

"უბ­რა­ლოდ ვერ ვხვდე­ბი, მთე­ლი დღე აქ ვარ და ვერ ვი­გებ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რკი­ნა ხორ­ცში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. არ მაქვს რკი­ნის არა­ფე­რი ობი­ექ­ტზე, შე­ვე­დი ახ­ლაც და ყვე­ლა­ფე­რი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე", - თქვა მენეჯერმა.

წყარო: AMBEBI.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×