
მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი დღეს კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. რამდენიმე საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, ის ცოლს დაშორდა. სალომე (სალი) სულხანიშვილზე მსახიობმა ორი წლის წინ იქორწინა. ის "აკვა პარკის" მეპატრონის, ბიზნესმენ ფეფე სულხანიშვილის ქალიშვილია.
ერთი წლის წინ წყვილს საერთო შვილი მიქაელი შეეძინა. მას შემდეგ, რაც ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით გაასამართლეს, ბიზნესმენმა საზოგადოებრივი ცხოვრებისგან შორს ყოფნა არჩია და ტელევიზიებით აღარ ჩნდება. ის აღარც სოციალურ ქსელში აქტიურობს.
ლევანისა და სალომეს განქორწინების შესახებ ინფორმაცია უარყო წყვილის საერთო მეგობარმა. მისი ინფორმაციით, ლევანი მეორე შვილს ელოდება და მეუღლესთან ერთად ბათუმში ისვენებს.
იგივეს ამბობს ბიზნესმენის დედამ, ნონა ჯიბღაშვილმაც:
"რას ამბობთ, რა ცოლს დაშორდა, დასასვენებლად არიან ერთად და სამ თვეში მეორე შვილი შეეძინებათ. გადასარევად ცხოვრობენ, ბედნიერი ოჯახი აქვთ. საუკეთესო რძალი მყავს, გარეგნობით, ხასიათით...
მიქაელი წლინახევრის არის და ახლა მეორეს ველოდებით. პროვოკაციებს რომ თავი ავარიდოთ, ამიტომ ვართ წყნარად... დაწერეთ აუცილებლად, რომ ქართველებს არ უყვართ გვერდით წარმატებული და ნიჭიერი ადამიანი, ასეთები უყვართ მხოლოდ მიცვალებულები. იმაზე დარდით კი არ უნდა დახარჯონ ენერგია, რატომ არის სხვა ბედნიერი, არამედ თავადაც უნდა იშრომონ. მე და სალომე არ ვართ რძალ-დედამთილი, მეგობრები ვართ და საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. გადასარევ შვილებს აჩენს და გვიყვარს ერთმანეთი. არავის ხელს არ ვუშლით და დაგვანებონ თავი", - ამბობს ჯიბღაშვილის დედა "AMBEBI.GE"-სთან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე