რეზონანსი
14.08.2020

მსა­ხი­ო­ბი და ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი დღეს კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. რამ­დე­ნი­მე სა­იტ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ცოლს და­შორ­და. სა­ლო­მე (სალი) სულ­ხა­ნიშ­ვილ­ზე მსა­ხი­ობ­მა ორი წლის წინ იქორ­წი­ნა. ის "აკვა პარ­კის" მე­პატ­რო­ნის, ბიზ­ნეს­მენ ფეფე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია.

ერთი წლის წინ წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი მი­ქა­ე­ლი შე­ე­ძი­ნა. მას შემ­დეგ, რაც ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს, ბიზ­ნეს­მენ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის­გან შორს ყოფ­ნა არ­ჩია და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით აღარ ჩნდე­ბა. ის აღარც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რობს.

ლე­ვა­ნი­სა და სა­ლო­მეს გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო წყვი­ლის სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვა­ნი მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბა და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ბა­თუმ­ში ის­ვე­ნებს.

იგი­ვეს ამბობს ბიზ­ნეს­მე­ნის დე­დამ, ნონა ჯი­ბღაშ­ვილ­მაც:

"რას ამ­ბობთ, რა ცოლს და­შორ­და, და­სას­ვე­ნებ­ლად არი­ან ერ­თად და სამ თვე­ში მე­ო­რე შვი­ლი შე­ე­ძი­ნე­ბათ. გა­და­სა­რე­ვად ცხოვ­რო­ბენ, ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ. სა­უ­კე­თე­სო რძა­ლი მყავს, გა­რეგ­ნო­ბით, ხა­სი­ა­თით...

მი­ქა­ე­ლი წლი­ნა­ხევ­რის არის და ახლა მე­ო­რეს ვე­ლო­დე­ბით. პრო­ვო­კა­ცი­ებს რომ თავი ავა­რი­დოთ, ამი­ტომ ვართ წყნა­რად... და­წე­რეთ აუ­ცი­ლებ­ლად, რომ ქარ­თვე­ლებს არ უყ­ვართ გვერ­დით წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ასე­თე­ბი უყ­ვართ მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი. იმა­ზე დარ­დით კი არ უნდა და­ხარ­ჯონ ენერ­გია, რა­ტომ არის სხვა ბედ­ნი­ე­რი, არა­მედ თა­ვა­დაც უნდა იშ­რო­მონ. მე და სა­ლო­მე არ ვართ რძალ-დე­დამ­თი­ლი, მე­გობ­რე­ბი ვართ და სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. გა­და­სა­რევ შვი­ლებს აჩენს და გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი. არა­ვის ხელს არ ვუშ­ლით და დაგ­ვა­ნე­ბონ თავი", - ამბობს ჯიბღაშვილის დედა "AMBEBI.GE"-სთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×