თამთა ჩაჩანიძე
16.08.2020

„ამ პერიოდში ზუსტად ხდება იმის განსაზღვრა ადამიანი ნამდვილად ინფიცირებულია თუ არა. აღმოჩნდა, რომ ეს ინკუბაციური პერიოდი ძირითადად 10-12 დღემდეა და არა 14 დღემდე", - ასე ხსნის „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონიოსტი ირაკლი ხმალაძე სავალდებულო კარანტინისა და იზოლაციის ვადის 2 დღით შემცირებას.

მთავრობის მიერ დადგენილი ახალი წესების მიხედვით, 12 აგვისტოდან ადამიანების იზოლაციასა და კარანტინში ყოფნის პერიოდი 14 დღის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა.

ხმალაძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება იმ დაკვირვების შედეგად მიიღეს, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კორონავირუსის საინკუპაციო პერიოდი რეალურად 10-12 დღეა.

„პირველი მიზეზი ისაა, რომ კარანტინის ვადა შეძლებისდაგვარად რაც მცირე იქნება, მოქალაქეებს მით უფრო გაუადვილდებათ. ვინც კარანტინი გაიარა, ის ორი დღე ათად ეჩვენება.

„მეორე ისაა, რომ ამ პერიოდში ზუსტად ხდება იმის განსაზღვრა, ადამიანი ნამდვილად ინფიცირებულია თუ არა. აღმოჩნდა, რომ ინკუბაციური პერიოდი ძირითადად 10-12 დღემდეა და არა 14 დღემდე.

„ასეთი გადაწყვეტილება ზოგადად დაკვირვების შედეგად მიიღეს. რეალურად, თუ ადამიანი ამ პერიოდში (10-12 დღეში) ინფიცირებული არაა, ის ინფიცირებული მერეც არ იქნება", - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×