
ეგეოსის ზღვაში საბერძნეთსა და თურქეთს შორის ვითარება კვლავ დაძაბულია. კონფლიქტი ჯერ კიდევ გასულ თვეში დაიწყო, მას შემდეგ, რაც თურქულმა გეოლოგიურმა გემებმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის სავარაუდო მარაგების შესასწავლად სადავო ტერიტორიის კვლევა დაიწყეს.
12 აგვისტოს ეგეოსის ზღვაში ბერძნული ფრეგატი თურქეთის სამხედრო ხომალდს შეეჯახა და დააზიანა. ბერძნული მედიის ცნობით, ინცინდენტის შემდეგ თურქულ გემში წყალი შევიდა. ამის შემდეგ თურქეთის საძიებო გემმა „ორუჯ რეისმა" საბერძნეთის კონტინენტური შელფი დატოვა და კვიპროსის კონტინენტურ შელფზე შევიდა. საბერძნეთი თურქეთს სუვერენიტეტის შელახვაში სდებს ბრალს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ „ორუჯ რეისზე" გავრცელებულ ინფორმაციას წერილობით უპასუხა და განაცხადა, რომ რეგიონში სიტუაციის დაძბვას საბერძნეთი იწვევს.
„ორუჯ რეისი" რეგიონში სეისმურ კვლევებს, გაერო-ს მხრიდან 2012 წელს თურქებისთვის მიცემული კონტინენტური შელფის ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებს. ივლისში დაგეგმილი კვლევები, გერმანიის და ევროკავშირის თხოვნის საფუძველზე, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრძანებით დროებით შეჩერებულ იქნა, რაც მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას ისახავდა მიზნად. საბერძნეთისგან კი ჩვენ ეს კეთილი ნება ვერ დავინახეთ, რაც გასულ კვირას კაირო-ათენს შორის გაფორმებული მემორანდუმითაც დამტკიცდა.
„სწორედ ამის შემდეგ თურქეთ-ლიბიას შორის გაფორმებული „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით" ჩვენმა საძიებო გემმა დაგეგმილი კვლევების ჩატარება განაახლა. რეგიონში სიტუაციის დაძაბვას სწორედ რომ საბერძნეთი იწვევს. საუკუნეების მანძილზე თურქული მმართველობის ქვეშ მყოფ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ჩვენს გარიყვას ვერავინ შეძლებს. თურქეთს, რეგიონში და ნებისმიერ წერტილშიც, მის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული ნებისმიერი სახის მტრული ალიანსის განადგურების შესაძლებლობა გააჩნია", - განაცხადა აქსოიმ.
თურქეთისა და საბერძნეთის საპირისპირებაში უკვე ღიად ჩაერთო საფრანგეთი. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განცხადა, რომ „თურქეთი დაძაბულობის პროვოცირებას ახდეს". მისი თქმით, თურქეთი ცდილობს ცალმხრივად შეისწავლოს აღმოსავლეთ ხმელათაშუაზღვის ფსკერი, მაშინ, როდესაც ევროკავშირის და საბერძნეთის განცხადებით, ამის უფლება მხოლოდ და მხოლოდ ბერძნებს აქვთ.
ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა პარასკევს გამოხატეს შეშფოთება ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის არსებულ დაპირისპირებაზე.
16 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ დაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ დათმობს პოზიციებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში.
„თურქეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სადავო რეგიონებზე უარს არ იტყვის და გეოლოგიურ კვლევებს გააგრძლებს", - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით მას პოზიციას ვერ შეაცვლეინებენ და თურქეთს სანქციების არ ეშინია. ფსკერის შესწავლის სამუშაოები 23 აგვისტომდე გაგრძელდება.
თურქეთს და საბერძნეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეგეოსის ზღვის სადავო ტერიოტორიაზე აღმოაჩინეს ნავთობისა და გაზის მარაგები. გასულ თვეში თურქეთმა გაავრცელა იფორმაცია, რომ ეგეოსის ზღვის სადავო ტერიტორიებზე ნავთობისა და გაზოს მოპოვების სამუშაოები დაიწყო. ბერძნულმა მხარემ ეს პროვოკაციად აღიქვა და საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.
გერმანიის კანცლერის შუამავლობით ივლისში, საბერძნეთმა და თურქთმა მიაღიეს შეთანმხებას, რომლის მიხედვითაც ანკარა დათანხმდა სამუშაოების დროებით შეჩერებას აღნიშნულ ზონაში. მაგრამ, სამუშაოები განახლდა რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ რაც საბერძნეთი და ეგვიპტე შეთანხმდნენ, რომ ერთად მოეპოვებინათ ნავთობი და ბუნებრივი აირი ამ ტერიტორიაზე.