
გაურკვევლ ვითარებაში დაღუპული 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს.
თამაზაშვილი წერილი იმ ადამიანების საყურადღებოდ ვრცელდება, რომლებსაც თამაზაშვილის აზრით მისი შვილის სიკვდილთან კავშირი აქვს.
„თქვენს შავ ბურუსში გამხვიეთ, თქვენს ბოროტებას შევეწირე, თქვენი სატანის სახეებს ფარდა ავხადე. გაგშიფრეთ და არ მოგეწონათ. მაგრამ ვერ გაგექეცით. მეშინოდა ჩემი ოჯახისთვის არ გევნოთ. უძლური გავხდი. თქვენ დღე ღამეთ აქციეთ, გულები დააბნელეთ. ყვრლა გსგვიმეტეთ. მარტო მე არ მომკალით, ჩემი მშობლებიც გაანადგურეთ. საქართველოს გულში ლახვარი გააუბნიეთ. ქვეყანა დააბნელეთ. არ ვიცი როგორ გაგქცეოდით. ყველანაირად შემარყიეთ. თქვენი ბოროტების მარწუხების ქვეშ მომაქციეთ. მაგრამ მე დაგამარცხეთ, პატარა გოგომ დაგამარცხეთ, დიახ მე თქვენზე გავიმარჯვე. ამიტომ შეგეშინდათ ჩემი. გამწირეთ მაგრამ ამით მე სიკვდილი დავამარცხე. ჩემი ერთი სული წაიღეთ მაგრამ ათასი სულით დავბრუნდი. სამართალს დავამყარებ. უფრო მეტად გეშინოდეთ ჩემი ვიდრე ცოცხალს გეშინოდათ ჩემი. ნათელი დადგება საქართველოს ცაზე. თქვენს სიბოროტეს დავწვავ. ყველა გაგვამწარეთ. მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი. 23 წლის გოგო. რომელიც 18 ივლისს მომკლეს“, - წერს თეონა თამაზაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე