რეზონანსი
19.08.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში თინათინ მღვდლიაშვილის წერილსა და ლექსს აზიარებს.

დაიჯესტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა! რა ლამაზი გოგონაა!.. ამ გოგონას დაბერება არ ეღირსა!.. და, მაინც, ამ სახეს, ამ სილამაზეს და საუცხოო ყვავილწნულს გვერდი ვერ ავუქციე!.. დაე, აქ, ჩემს გვერდზე იცოცხლოს, გულისწორიც იპოვოს და ჭრელ კაბაშიც დაბერდეს...

თამარი - ქვემო ქართლის ნაცრემლარი მინდვრების მანათობელი ციცინათელა! ნაადრევად მოწყვეტილი შროშანი!

ლექსი ეძღვნება თამარ ბაჩალიაშვილის ხსოვნას:

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა,

ფარად მოგცეს არწივივით ქმარი...

შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა,

მარად იყოს სიყვარულით მთვრალი!..

იყავ მშვიდი, მორჩილი და მთმენი,

შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა...

ბედნიერად ჩაგემარცვლოს დღენი,

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!..

როგორ გშვენის ლერწმის ტანზე ფარჩა,

ვიწრო წელზე გიშრისფერი თმები,

ღვთისმშობელი აგარიდებს ავდარს

და მფარველი ანგელოზის ფრთები.

აშრიალე ლერწმის ტანზე ფარჩა,

აფრიალე თმები გიშრისფერი...

ქვეყანაზე არსად აღარ დარჩა,

ერთი ქალიც, - შენი ფეხის მტვერი.

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!..

თინათინ მღვდლიაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×