თამთა ჩაჩანიძე
21.08.2020

კრემლის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამედიცინო ევაკუაციის შეჩერებას განგებ ცდილობს, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. საქმე ისაა, რომ გერმანიის სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი, რომელსაც ნავალნი სამკურნალოდ უნდა გადაეყვანა, ციმბირის ქალაქ ომსკში დაეშვა, რუსი ექიმების თქმით, თვითმფრინავის დაშვების მიზეზი ის გახდა, რომ ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტრანსპორტირებას ვერ გაუძლებდა.

ნავალნის საზღვარგარეთ მკურნალობა მისმა ცოლმა და მკურნალმა ექიმმა მოითხოვეს, მანამდე კი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ალექსეი ნავალნის მკურნალობისა და უსაფრთხოება უზრუნველყოფისთვის მზად არიან.

ომსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომერ პირველი საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილემ ანატოლი კალინიჩენკომ განაცხადა, რომ პაციენტის დიაგნოზი მათთვის უკვე ცნობილია და ეს მოწამვლა არაა.

„ჩვენ, პრაქტიკულად, ამ დროისთვის, სრულ დიაგნოზს ვფლობთ, ამ დროისთვის დიაგნოზი „მოწამვლა" - ალბათ ჩვენ ცნობიერებაში სადღაც მაინც რჩება, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ პაციენტმა მოწამვლა გადაიტანა" - განაცხადა კალინიჩენკომ.

როგორც მედია წერს, ამისთვის ანგელა მერკელმა ნავალნის თვითმფრინავიც კი გაუგზავნა. მერკელი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნავალნის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზები აუცილებლად უნდა დადგინდეს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ კრემლი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაფრენას ხელს განგებ უშლის, რადგან მისი აზრით, ან მის გარდაცვალებას ელოდებიან, ან ორგანიზმიდან ტოქსინების გასვლას.

„როგორც ჩანს ნავალნის საზღვარგარეთ გადაყვანას იმიტომ უშლიან ხელს, რომ სხეულიდან ტოქსინები გაუვიდეს და ტრანსპორტირება იმ დროს გაუკეთოს, როცა უკვე ტოქსინების გამოვლენბა ძალიან რთული იქნება, ან დადგენა ფაქტიურად შეუძლებელი იქნება, ანუ ვერ გაიგონ ის მოიწამლა თუ რა მოხდა.

„ამ დროში ხელოვნური მოწამვლის ტოქსინები უკვე გაუნებელყოფილი იქნება და მის გადაყვანას უკვე აზრი აღარ ექნება, მეორე ის, რომ არაა გამორიცხუილი და ეს საკითხიც არ უნდა გამოირიცხოს, რომ შესაძლოა ნავალნის გარდაცვალებასაც ელოდებიან.

„ესაა კლასიკური მოწამვლა, როგორც იური შეკოჩიხინი, ლიტვიონენკო, ბაღაფში და სხვა პირებო მოწამლეს, ესეც ანალოგიური მდგომარეობაა, როგორც ჩანს ნავალნის ლიკვიდაციზე ბრძანებაა გაცემული, ეს რასთანაა დაკავშირებული ამის თქმა ცოტა მიჭირს, შესაძლოა პუტინს ტიხანოვსკაიას ფაქტორმა ცოტათი შეაშინა, ან ნავალნიმ ისეთი კორუფციული სქემა გაიგო, რომელიც უშუალოდ პუტინის გარემოცვას ეხებოდა.

„ნავალნი ის დონე არაა რომ პუტინს რაიმე საფრთხე შეუქმნას, მას სობჩაკი ჰყავს და თუ რამე იქნებოდა მიუქსევდა, ნავალნი ცნობილია, როგორც ანტიკორუფციონერი, მან საკმაოდ სერიოზული კორუფციული საქმეები ამოქექა და გამოიძია, მან მედვედევის მიერ დაახლოებით 10 მილიონი დოლარის მითვისებით ფაქტიც გამოიძია.

„როგორც ჩანს პუტინის რისხვა სწორედ იმან გამოიწვია, რომ ნავალნი რაღაც მნიშვნელოვან კორუფციულ სქემაზე გავიდა და მის ლიკვიდაციაზე ბრძანება გასცა."- თქვა მან.

მისივე აზრით, თუ ალექსეი ნავალნი მოწამვლის ფაქტს შეეწირა, მსოფლიო ქვეყნებმა საპასუხოდ მაქსიმუმ პუტინის პერსონალური სანქციები დაუწესონ.

„თუ ნავალნი ამ ფაქტს შეეწიორება, მსოფლიო ქვეყნები რუსეთს ვერაფერს ვერ უზამენ, პუტინზე პერსონალურ სანქციებს თუ დააწესებენ, თორემ რუსეთს სხვა სანქციებვით ნამდვილად ვერ გააკვირვებენ, პუტინს სანქციების საკითხი ნაკლებად ადარდებს, თუ ადარდებდა ამ ნაბიუჯზე არ წავიდოდა.

„ნავალნის 15%-იანი რეიტინგი აქვს, ეს რუსეთის პირობებში არცთუ ცოტაა, მაგრამ ნავალნი მაინც ის დონე არაა, რომ პუტინს მისი შეეშინდეს, ეს ფაქტი უფრო იმის ნიშანია, რომ როგორც ჩანს მან უშუალოდ პუტინის გარემოცვის კონკრეტული მტკიცებულებები მოიპოვა, შესაძლოა როტენბერგების, ან კოვალჩუკების მაქინაციები ამოქექა, რომელმაც პუტინი მწყობრიდან გამოიყვანა, თვითმფრინავში ასეთი დონის მოწამვლა ბუნებრივია მაღალი თანამდებობის პირების გარეშე არ მოხდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთში მოწამვლის ფაქტები ძალიან გახშირდა.

„ამ ფაქტზე ტრამპის ადმინისტრაციისგან სერიოზული საპასუხო ზომები მოსალოდნელი არაა, ჯო ბაიდენი, რომ ყოფილიყო კიდევ რაღაცას იზამდა, ტრამპმა თავისივე უშიშროების საბჭოს მდივანი დაიჭირა და ციხეში გამოკეტა, თან სტივ ბენონი ის პიროვნებაა, რომელმაც ტრამპის უარყოფითი მხარეები გამოაშკარავა."- განაცხადა მაისაიამ.

რუსი ოპოზიციონერი და „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ხელმძღვანელი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, როგორც თანხმხლებმა პირმა განაცხადა, ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია, რაშიც შესაძლოა მისივე თქმით, საწამლავი ნივთიერება იყო გარეული.

ოპოზიციონერი უკვე მეორე დღეა რაც კომაშია, იგი ომსკის კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ოფიციალური დიაგნოზი კი ამ დრომდე უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×