რეზონანსი
22.08.2020

ბა­თუმ­ში მცხოვ­რებ მოქ­მედ ად­ვო­კატ­სა და მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს შო­რის კონ­ფლიქ­ტე­ბი არა­ერ­თხელ გახ­და ძა­ლო­ვან­თა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი და არა­ერ­თხელ დას­ჭირ­დათ ძა­ლოვ­ნებს მათ­თვის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­წე­რა. მა­მა­კა­ცი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ 25 წე­ლია ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ეკო­ნო­მი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია და სა­ხელ­მწი­ფო მის უფ­ლე­ბებს არ იცავს.

რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლიც არ უნდა იყოს, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი მა­ინც ერთ ჭერ­ქვეშ აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას. მა­მა­კა­ცი აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბია და­ცუ­ლი და ქა­ლის და­ნა­შა­უ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ჯოხი მა­ინც მა­მა­კაც­ზე ტყდე­ბა. რო­გორც ჩანს, ამ წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფრო გარ­თულ­და. თურ­მე სას­წრა­ფო და პო­ლი­ცია არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ძა­ხეს.

მი­ზე­ზი ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი იყო, ხან ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბის გამო ჩხუ­ბობ­დნენ და ხან პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი წე­სე­ბის არ დაც­ვის გამო. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, მა­მა­კაც­მა 112 გა­მო­ი­ძა­ხა და მო­ძა­ლა­დე ცო­ლის­გან დაც­ვა ითხო­ვა. თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ ორი­ვეს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­წე­რა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, მათ აეკ­რძა­ლათ ერ­თმა­ნე­თის­თვის ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სხვა სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა.

მა­მა­კაც­მა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­წე­რა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა და მისი გა­უქ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა. საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლემ მა­მა­კა­ცი გა­ა­მარ­თლა და მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­წე­რი­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­ა­უქ­მა. რო­გორც ჩანს, თა­ვად ქალს არ გა­უ­სა­ჩივ­რე­ბია პო­ლი­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დღეს მას ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა ეკ­რძა­ლე­ბა.

"ამ პან­დე­მი­ის დროს ხში­რად ვი­ძა­ხებ­დი სას­წრა­ფო­საც ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო. სულ სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა­შია 24 სა­ა­თი, სხვა არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს, ამო­ვი­და ყელ­ში ეს სე­რი­ა­ლე­ბი, მე მა­ინ­ტე­რე­სებს ქვე­ყა­ნა­ში და მსოფ­ლი­ო­ში რა ხდე­ბა და იმი­ტო­მაც მე­ჩხუ­ბე­ბო­და სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს რა­ტომ უყუ­რე­ბო.

ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ამ კო­რო­ნას გამო, სახ­ლი­დან ყო­ველ გას­ვლა­ზე და შე­მოს­ვლა­ზე ტან­საც­მელს სპირ­ტით ვა­მუ­შა­ვებ­დი, მას რომ წე­სე­ბის დაც­ვას ვთხოვ­დი, დამ­ცი­ნო­და. ად­ვო­კა­ტი რომ ვერ და­ი­ცავ თავს, სხვა ადა­მი­ა­ნი რო­გორ და­ი­ცავს თავს ასე­თი ძა­ლა­დო­ბე­ბის­გან. რა და­ვა­შა­ვეთ, კა­ცებ­საც გვჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. არის მხო­ლოდ მო­წო­დე­ბა ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე და არა­ვინ სა­უბ­რობს კაც­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე", - განაცხადა მამაკაცმა.

სრულად იხილეთ: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×