რეზონანსი
23.08.2020

ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“ნიგერიელებმა ვიღაც ქალს ფულები აგზავნინეს ფეიკ შეყვარებულისთვისო და დაუჭერიათ თაღლითობისთვის ეს ნიგერიელები, არადა რამდენი ასეთი ვითომ თავმოყვარე ქართველი “ვაშკაცი” ვიცი, ემიგრანტ გოგონებს ცოლობას რომ ჰპირდება და “სანამ მოიყვანს” მანამდე ფულებს რომ აგზავნინებს, ხან რა და ხან რა მიზეზით. ეს არაა თაღლითობა და დასჯადი ქმედება?

გოგონებო, ნუ უგზავნით ფულს ემიგრაციიდან თქვენს ვითომ შეყვარებულებს! აბა, არ გამოუგზავნოთ და უცებ მიხვდებით უყვარხართ თუ არა. ისე კი, მე გეტყვით, სანამ გადაამოწმებთ –  თქვენნაირი 9 ჰყავთ ეგეთებს და ისევე აბოლებენ, როგორც თქვენ ბოლდებით. არ გჯერათ? დაადებინეთ თქვენი საერთო ფოტო თავის ფბ-ზე აბა?!

ძალიან მეცოდებიან ასეთი გოგონები, მაგრამ ტვინიც უნდა დააყოლო როცა უცნობს „ცოლად მიჰყვები” – წერს მაკა რაზმაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×