რეზონანსი
27.08.2020

საფრანგეთში მყოფი ქართველის ემიგრანტი ირა შულაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ემიგრანტი ვერაგ დაავადებას ებრძვის და სურს, რომ საკუთარ ქვეყანაში დაასრულოს სიცოცხლე.

მისი ტრანსპორტირება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ის დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.

„დილა მშვიდობისა მეგობრებო უფალი გფარავდეთ, დღეს მინდა თხოვნით მოგმართოთ ნაცნობს თუ უცნობს. დღეს ჩემი პოსტი არაპოზიტიურია, მე ვერ დავამარცხე ვერაგი დაავადება, რომელსაც უცხოეთში ვებრძვი ჩემი გადაადგილება და საქართველოში ჩამოყვანა რომ ცოცხალი მნახონ ჩემებმა.

რეანობილითა მხოლოდ შესაძლებელი რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული 30000 ევროსთან უმორჩილესად გთხოვთ თუ ვინმესთან ხმა მიგიწვდებათ საქართველოს მთავრობასთან რომ დამეხმარონ. სამშობლოში ოჯახში დავასრულო სიცოცხლე. უღრმესი მადლობა უფალს ებარებოდეთ ყველა", - წერს ირა შულაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×