რეზონანსი
29.08.2020

ადვოკატი ირმა ჭკადუა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილის ოკუპირებ აფხაზეტში ვიზიტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"სიმბოლურია ირმა ინაშვილის ვიზიტი აფხაზეთში, პროფესიონალი ჟურნალისტის, ვინც, ერთ-ერთმა ბოლომ, დატოვა დაცემული სოხუმი, ჭუბერის გავლით.

მერწმუნეთ, იმ თაობისთვის, ვინც აფხაზეთის ომი გამოიარა, ძნელი მოსასმენია ამ თემაზე ქილიკი.

განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებისგან, ვისაც ომი, მხოლოდ კინო-თეატრში აქვს ნანახი. არ მესმის, რატომ უნდა ვითმინოთ ზოგიერთი პოლიტიკოსის დაუმსახურებელი კრიტიკა?

მაგალითად: გიორგი კანდელაკის, რომელიც პარლამენტში, მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ გივი თარგამაძისთვის ნაბახუსევიდან გამოყვანას, ყველაზე სწრაფად ახერხებდა. ლუდზე და არაყზე მორბენალი ხელის ბიჭი, დღეს ღლიცინებს ადამიანზე, რომელმაც, სიცოცხლის რისკის ფასად, ქართველი მეომრების მახარდამხარ, გაიარა გოლგოთა; რომელიც, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×