ტატა შოშიაშვილი
06.09.2020

თურქეთმა საბრძნეთის საზღვრისკენ მძიმე ტექნიკის გადასროლა დაიწყო. ამის შესახებ თურქული გამოცემა „იჰლასი" წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. არც თურქეთის და არც საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ექსპერტები კი ნატო-ს წევრ ამ ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს არ გამორიცხავენ, მითუმეტეს, რომ ამის პრეცედენტი უკვე იყო გასული საუკუნის 70-იან წლებში.

აღნიშნული საინფორმაციო წყაროს ცნობით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია ჰატაიდან საბრძნეთთან მოსაზღვრე ედირნეში რკინიგზით 40 თურქული ტანკი უკვე გადაიყვანეს. ეს ყველაფერი კი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვას უკავშირდება.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანკარასა და ათენს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მიზეზი კი თურქული გემი მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დაწყებული სეისმოლოგიური კვლევებია.

აღნიშნულ რაიონს საბერძნეთი საკუთარ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს.

თურქეთის და საბერძნეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ უკანონო ხელშეკრულებები გააფორმეს საზღვაო ზონების დელიმიტაციისთვის, რომლებიც მეზობელი ქვეყნის ინტერესებს არ ითვალისწინებს.

„რეზონანსი" სამხედრო საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან შეეცადა იმის გარკვევას, თუ რა შედეგი შეიძლება, რომ მოჰყვეს თურქეთის ამ გადაწყვეტილებას და დაიწყება თუ არა ომი ნატო-ს ორ წევს სახელმწიფოს შორის.

ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან" საუბრისას განმარტა, რომ თურქეთსა და საბერძნეთს შორის მასშტაბური კონფლიქტები გასული საუკუნის 70-იან წლებშიც იყო და არც ახლაა გამორიცხული, რომ სიტუაცია დაიძაბოს:

„ნატო-ს წევრ ამ ორ ქვეყანას შორის ომის პრეცენდენტი 1974 წელს უკვე იყო. მაშინ ნატო ჩაერია თურქეთ-საბერძნეთის ომში და მისი ეგიდით მოხერხდა ომის შეჩერება. ახლა მათ შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა და საომარი მოქმედებების განვითარების რეალური საშიშროება არსებობს.

„ნატო-ს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდება მოლაპარაკებები საბრძნეთსა და თურქეთშ შორის", - თქვა მაისაიამ.

მისივე აზრით, თურქეთის პრეზიდეტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ 40 ერთეული ტანკის გადასროლა საბერძნეთის საზღვართან ძალის დემონსტრირებისთვისაა:

„ერდოღანის რეჟიმის რას გაათებს, არავინ იცის. შესაძლოა, ეს არის თურქეთის მხრიდან ერთგვარი ძალის დემონსტრაცია მოსალოდნელი მოლაპარაკებების წინ, რომელიც ნატო-ს ეგიდით უნდა ჩატარდეს.

„40 ტანკის გადასროლა ნიშნავს ორი მოტორიზირებული ბრიგადის გადასროლას, რაც სერიოზული კრიზისის გამომწვევ მიზეზად შეიძლება მოგვევლინოს.

„სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტის დონეზე თუ განვითარდა ეს საკითხი, შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგების მომტანი გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურებისათვისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა მან.

ვახტანგ მაისაიას თქმით, მდგომარეობის დაძაბვის შემთხვევაში სიტუაციის განმუხტვისთვის აშშ-იც ჩაერევა:

„იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მაშინ ამერიკის ჩართვაც გარდაუვალი იქნება. ალბათ დონალდ ტრამპს მოუწევს საბერძნეთ-თურქეთის კონფლიქტში ჩარევა და თავისი დიპლომატიური უნარების გამოვლენა. მაგრამ ამ სახელმწიფოთა შორის ომს შეუძლია, რომ ძალიან სერიოზული ბზარი გაუჩინოს ნატო-სა და ევროპულ უსაფრთხოებას", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×