თამთა ჩაჩანიძე
11.09.2020

ბელორუსის სპეცრაზმმა მინსკში მდებარე შვედეთის საელჩო ალყაში მოაქციეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, სპეცრაზმი საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრილი იმ ორი პირის დაკავებას ცდილობდა, რომლებიც თავს პოლიტიკურ დევნილებად აცხადებდნენ.

ისინი მხოლოდ საელჩოს ეზოში დაიმალნენ, შენობაში კი თვითმხილველების თქმით, დიპლომატიის მისიის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს და მათთან კონტაქტი არ ისურვეს.

მინსკში შვედეთიის საელჩოში შეჭრილი ორი პირი მამა-შვილი ვლადისლავ და ვიქტორ კუზნეჩიკები არიან. როგორც ვლადისლავ კუზნეჩიკმა სააგენტო „პოდიომ"-თან განაცხადა ისინი სალჩოს ტერიტორიაზე კიბის ქვეშ იმალებოდნენ და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ.

„ჩვენ საელჩოს ტერიტორიაზე ვართ, ისინი შენობაში არ გვიშვებენ, არაფერს არ ამბობენ, დიპლომატები კავშირზე არ გამოდიან, ომონს ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგან კიბეების უკან ვდგავართ,"- განაცხადა კუზნეჩიკმა.

მოგვიანებით კი მინსკში შვედეთის ელჩის თანაშემწემ ალესია ლიტვინოვსკაიამ განაცხადა, რომ მამაკაცებთან დიპლომატები უკვე მივიდნენ და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

მანამდე ამავე პირებმა ტელეარხ „ბელსატს" გაუგზავნეს ვიდეოჩანაწერი, სადაც აცხადებდნენ, რომ 6 სექტემბერს მიტინგის დროს მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის შემდეგაც მათ ოჯახებზე თვალთვალი ხორციელდებოდა, ხოლო მამა-შვილმა კი ემიგრაცია ამის გამო გადაწყვიტეს.

ბელორუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები უკვე მეხუთე კვირაა მიმდინარეობს, ისინი საპრეზიდენტო არცევნების შედეგებს აპროტესტებენ, გამოსვლებზე 7 ათასამდე ადამიანი დააკავეს, ცნობები რამდენიმე გარდაცვლილზეც ვრცელდება, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაკავებულები მათი წამებისა და ცემის ფაქტებზე საუბრობდნენ.

ამის პარალელურად, პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ხვდება, როგორც სააგენტო „ტასი" რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანზე, დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს შეხვედრა მოსკოვში 14 სექტემბერს შედგება.

ამასთანავე, ბელარუსი რუსეთის მიერ ორგანიზებულ სამხედრო წვრთნაში „კავკაზ-2020" მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა ადგილობრივ მედიას აცნობა.რუსეთმა წვრთნებზე ასევე სომხეთის, ჩინეთის, მიანმარის, პაკისტანის, აზერბაიჯანისა და ირანის სამხედრო პერსონალი მიიწვია. წვრთნები რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში 21-26 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 12 000-ზე მეტი პირი მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×