
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი კვირის პროგნოზზე ტრადიციულად „იმედის დილაში“ საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:
„ეს კვირა მნიშვნელოვანია, დიდი აღმოჩენებისთვის მოემზადეთ წლის ბოლომდე, კრიზისული ფინანსური და სასიყვარულო შემთხვევები იქნება დაკავშირებული ძველ შემთხვევებთან, ხვალ ილოცეთ, ოთხშაბათს კი მიაქციეთ ყურადღება თქვენს სიტყვებს, რადგან თითოეული სიტყვა შეიძლება უკან დაგიბრუნდეთ.
ამ კვირაში ახალმთვარეობაა და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, პარასკევს კი პრობლემები არ გადაწყვიტოთ ძალისმიერი გზებით, ეს იქნება შეცდომა“, – აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.
14–17 რიცხვი ყველაზე რთული პერიოდი იქნება და ასტროლოგის განცხადებით, ადამიანებმა ამ რიცხვებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ამ დროს ხდება პლანეტა მარსის შეერთება შავ მთვარესთან ვერძის ზოდიაქოში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე