
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა. ბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო.
სოციალურ ქსელის მომხმარებელმა ვიდეოს კომენატრებში დაწერა:
„ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ გოგონას საკუთარი სურათი დაუდო და გარეგნობაზე მიუთითა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”.
სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილის კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„არსებაა ნინი ბადურაშვილი… და რატომღაც რომ გონია რამეს წარმოადგენს.. პ.ს. თავის ძველ ფოტოებს მაინც გადახედოს“- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
„ყოველთვის ვფიქრობდი რომ შეგნებული და კარგი ადამიანი იყავი…. ძალიან ტეხავს ძალიან… პ.ს. მაპატიე უვიდოდ ვბედავ“- უწერენ ნინის კომენტარებში.
მომღერალმა ეს კომენატრები პასუხის გარეშე არ დატოვა: „არ მჩვევია ზოგადად პასუხების გაცემა, მსგავს კომენტარებზე, უბრალოდ, არის ხანდახან მომენტი როცა ვერ ზომავ… მეც ადამიანი ვარ, მიუხედავად ცნობადობისა”- წერს ბადურაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე