ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესახებ.
რეზონანსი
28.09.2020

ბატონო პრემიერ მინისტრო!

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის N390-ე დადგენილებით დამტკიცებული ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას’’ შემხებლობა აქვს პრაქტიკოს, მოწვეულ, შემცვლელ, უფროს, წამყვან, მენტორ, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან. აგრეთვე - კერძო სკოლებთან. 

სქემასთან არაპირდაპირ დაკავშირებულია მასწავლებლობის მაძიებლებიც. სქემამ იმის მაგივრად, რომ მოაწესრიგოს მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებული მიდგომები, პირიქით, გაურკვევლობა, საკანონმდებლო წინააღმდეგობა, უთანასწორობა, უფლებების დარღვევა შემოიტანა მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების ყველა მიმართულებით.

პარტია ,,ქართული ოცნება’’, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში მასწავლებელთა მიმართ მეცნიერულად გამართული და პროგრესული რეფორმების გატარების პროგრამით, აღნიშნული 390-ე მთავრობის დადგენილებით გახდა საქართველოს პედაგოგიკის ისტორიაში მასწავლებელთა დამსჯელი.

ჩვენ მოგაწვდით სქემის დეტალურ ანალიზს, მაგრამ პირველ რიგში განვიხილოთ მმართველი პარტიის კეთილი, პროგრესული, სამართლიანი სურვილები, მის წინააღმდეგ მოქმედი შიდა თუ გარე მაფიოზური კლანები და მათი ინტერესები.

გავაგრძელოთ საკითხის განხილვა ისტორიზმის პრინციპით. 

პარტია ,,ქართული ოცნების’’ პირველი პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი, განათლების იმდროინდელი მინისტრები გ. მარგველაშვილი და შემდეგ თამარ სანიკიძე არ იზიარებდნენ მოქმედი მასწავლებლების მიერ გამოცდების ჩაბარების საკითხს, ისევე როგორც მოსწავლეთა საატესტატო გამოცდებს, რომელიც არ ჩაუტარებიათ 2012-2013 სასწავლო წლის ბოლოს ცენტრალიზებული წესით, ხოლო 2018 წელს საერთოდ მოხსნეს. ანალოგიურად, პრემიერ-მინისტრ ბ. ივანიშვილის მთავრობას სურვილი ჰქონდა, მოეხსნა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რადგან მიაჩნდა, რომ აღნიშნული გამოცდები პირმა უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტში, პროფესიაში შემოსვლამდე, ერთდროულად აიღოს სერტიფიკატი და დიპლომი, რომლის შემდეგაც სისტემაში მასწავლებლად იმუშავებს, კერძოდ, სკოლაში.

იყო სურვილების მეორე ვარიანტი: თუ ვერ შეძლებდნენ გამოცდების სრულად მოხსნას, უნდა შეემცირებინათ ერთ გამოცდამდე. დარჩებოდა გამოცდა საგანაში, ხოლო პროფესიული უნარები გაუქმდებოდა, ეს რამდენიმე წლის განმავლობაში მოახერხეს და ამოიღეს საგამოცდო ნუსხიდან, მაგრამ დაინტერესებულმა ჯგუფებმა შეცდომაში შეიყვანეს განათლების ერთ-ერთი მინისტრი ა. ჯეჯელავა, რომელმაც აღადგინა პროფესიული უნარების გამოცდა. აღსანიშნავია, რომ კერძოდ, თითქმის ყველა მასწავლებელი ემზადება პროფესიულ უნარებში, რაშიც იხდიან სოლიდურ თანხებს. 

საინტერესოა დავსვათ მთავარი კითხვა: რატომ ვერ მოახერხა პრემიერ-მინისტრ ბ. ივანიშვილის მთავრობამ მოქმედ მასწავლებელთა გამოცდების მოხსნა? ვინ იყო და არის გამოცდების მოხსნის წინააღმდეგი?

დაინტერესებული შიდა და გარე საერთაშორისო ჯგუფები, თავიანთი მაფიოზურ-კლანური ინტერესებით. შიდა ჯგუფებია: სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქ. განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები, რესურს-ცენტრები, დირექტორები. გარე საერთაშორისო ჯგუფებია: დონორი ორგანიზაციები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. 

რა ინტერესებზეა საუბარი?

მასწავლებელთა გამოცდებისათვის საჭიროა მათი მომზადება ტრენინგებით, რომლისთვისაც თითოეული მასწავლებლისათვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები. ეს ნიშნავს ტრენერთა გაზრდილ ხელფასებს, მათი საახლობლოს დასაქმებას, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებასა და დასაქმებას. გარდა ამისა, ტრენინგებისათვის ქვეყანაში შემოდის გრანტები, საერთაშორისო დახმარებები, აქედან ისევ შიდა და გარე ჯგუფები იღებენ ფულად სარგებელს. 

ტრენინგებისათვის გამიზნულად დაგეგმილი არასაკმარისი დრო, აგრეთვე უხარისხოდ ჩატარებული ტრენინგები არის ძირითადი მიზეზები, რომელთა გამოც მასწავლებელთა უმეტესობა წლების განმავლობაში ემზადებოდა და ემზადება ტრენერებთან. საკმაოდ გავრცელებულია ტრენერთა რეპეტიტორობა. მასწავლებლების მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი ფულადი შემოსავლები აქვთ იმ პირებს, რომლებიც საგამოცდოდ ამზადებენ მათ. ეს არის მასწავლებლების მიერ არაოფიციალური გადასახადები. 

- გამოცდები, რომელიც არ იყო და არ არის დაზღვეული არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და ფავორიტიზმის შემთხვევებისგან პოლიტიკური მოტივებით ჩარევებისგან, რომელიც შეინიშნებოდა და შეინიშნება ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების პარტიების მმართველობის დროს.

- მასწავლებელთა გამოცდების ტესტების ხარისხი არაერთი ცნობილი მეცნიერის მიერ შეფასებულია არადამაკმაყოფილებლად. მასწავლებელთა საგამოცდო ტესტების კრებულები წინასწარ არ იბეჭდება, ამ დროს კი ცნობილია, წინასწარ გამოცემულია კრებულების სახით სხვა რეგულირებადი პროფესიების ტესტები: იურისტებისათვის, ექიმებისათვის. სხვა ქვეყნებში წინასწარ დაბეჭდილია მასწავლებელთა საგამოცდო ტესტების კრებულები.

- საქართველოში რატომ არ იბეჭდება მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები? 

იმიტომ, რომ აწყობილია მასწავლებელთა გამოცდების მზადების კორუფციული სქემა. 

გამიზნულად გართულებული და უხარისხო ტესტები იწვევს მასწავლებელთა გამოცდებზე ჩაჭრას, რის შემდეგაც სახელმწიფო საერთაშორისო დახმარებებს იღებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან. ეს არის დადასტურებული ფაქტები და მთავრობას შეუძლია ამოიღოს ნუსხა სურვილის შემთხვევაში. ესეც მაფიოზურ-კლანური ინტერესები!

- ბიუჯეტში შექმნილი ქრონიკული ფინანსების უკმარისობის გამო წინასწარ საზღვრავდნენ გამოცდა ჩაბარებულ მასწავლებელთა რიცხვს. მაგალითად, 1000 მასწავლებლის ხელფასის მომატებისათვის საჭირო თანხა იდო ბიუჯეტში მ. სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ამიტომ გამოცდებს აბარებინებდნენ 1000 მასწავლებელს. დანარჩენს ჭრიდნენ ან უმოწყალოდ აკლებდნენ ქულებს, რაც დასტურდება საპრეტენზიო კომისიის მუშაობის ოქმებით.

- ამის გარდა, მასწავლებელთა მნიშვნელოვან ნაწილზე ახდენდნენ ზეწოლას, რათა მათ არ ეჩივლათ სასამართლოში! ვინც ჩიოდა,  ვერ იგებდა სასამართლოებს, სახელმწიფო უპირისპირდებოდა მათ. ესეც კორუფციული სქემის კიდევ ერთი ნაწილი. 

- სქემის მიღების შემდეგ მასწავლებლის ყველა საკეთებელი საქმე ექსპერტებსა და ტრენერებზე გადახდილი ფულის შედეგად იწერებოდა და იწერება. მაგალითად, თვითშეფასება, სამოქმედო გეგმა, გაკვეთილების გეგმები, შიდა და გარე დაკვირვების პროცესისთვის გაკვეთილების გეგმები, შიდა სასკოლო კონტროლი, სხვადასხვა აქტივობები, კრედიტების დაგროვება, დამატებით სხვადასხვა ფასიან თუ უფასო ტრენინგებზე დასწრება, პროექტების წერა, კვლევების გაკეთება, რომლის დაწერის თანხა, როგორც ამბობენ, 500-3000 ლარის ფარგლებში მერყეობს და მრავალი სხვა აქტივობა. 

წლების მანძილზე სქემის სახელით მილიარდამდე თანხაა ამოღებული უფულო მასწავლებლების ჯიბეებიდან!

- სქემა დატვირთულია კარიერული წინსვლის საწინააღმდეგო ბარიერებით! ეს ხელოვნური ბარიერები მოგონილია იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ არ მოხდეს ერთდროულად ბევრ მასწავლებელზე სტატუსების მინიჭება და შესაბამისად ხელფასების ზრდა!

- საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციებით საქართველოს მთავრობამ გაუშვა სკოლებიდან კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ პენსიონერი მასწავლებლები. 

ახლაც ხელოვნურად შემოგდებული არარეგისტრირებული მასწავლებლების გაშვებით ასრულებენ იმ დავალებას, რომელსაც მასწავლებელთა კორპუსის ცვლილება ჰქვია. შემდეგ კვლავ გამოცდები და გაუშვებენ პრაქტიკოს მასწავლებლებს, მომავალში გამოცდაჩაბარებულ პენსიონერ მასწავლებლებს გააცილებენ სისტემიდან, სხვადასხვა მიზეზებით თანდათანობით მთლიანად ჩაანაცვლებენ მასწავლებლებს!

ჩანაცვლება მიდის პროფესიონალებისა - არაპროფესიონალებით! კვალიფიციური კადრებისა - არაკვალიფიციურით!

- რატომ არ არის ქვეყანაში ახალგაზრდა მასწავლებლების კადრები? იმიტომ, რომ წლების განმავლობაში არცერთი უნივერსიტეტი მასწავლებლებს არ ამზადებდა! რატომ? ეს კეთდებოდა იმიტომ, რომ შემდეგ მოეგონებინათ სხვადასხვა პროგრამები, რომლებითაც მოამზადებდნენ მაძიებლებს, საგნის არასპეციალისტებს, ან მასწავლებლის კვალიფიკაციის არმქონე პირებს!

მათზე შემოსული გრანტები, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, დამატებითი ფულის წყაროა მათთვის, ვინც ჩართულია აღნიშნულ მაფიოზურ-კლანურ სქემაში!

უნივერსიტეტებიდან წლების განმავლობასი მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ამოღება წინასწარ გამიზნულად, დაგეგმილი მაფიოზურ-კლანური სქემის ნაწილი იყო!

მთლიანად დაანგრიეს მასწავლებელთა მომზადების სისტემა, კათედრები, პროფესორ-მასწავლებლები გაუშევს სახლებში!

აღნიშნული პროგრამების გაუქმება განხორციელდა მ.სააკაშვილის მმართველობის დროს!

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის გამოყოფილი თანხები ვაუჩერის სახით, მმართველი პოლიტიკური ელიტიკის რამდენიმე ოჯახის ბიზნესი გახდა!

ახლადგახსნილ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაანაწილეს მასწავლებლის ვაუჩერის თანხები. ესეც მაფიოზურ-კლანური სქემის ნაწილია. (იხილეთ სამინისტროს დასკვნა ნ.გვარამიას მინისტრობის დროს)

- ისმის კითხვა: რას აკეთებდა ადრე არსებული აკრედიტაციის ცენტრი? (ამჟამად კი განათლების განვითარების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრი)

- ქვეყანას რა, მასწავლებელი არ სჭირდებოდა?

მითუმეტეს, 2004 წელს მიღებული უმაღლესი განათლების კანონის თანახმად პედაგოგიური მიმართულება რეგულირებად პროფესიათა რიცხვს მიეკუთვნებოდა და მიეკუთვნება

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ცალკე ფინანსდება, როგორც სახელმწიფოს, ისე იმ პირების მიერ, რომლებიც ამ პროგრამაზე სწავლობენ.

- საბოლოოდ დავასკვნით, რომ ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლებას მასწავლებლების მომზადებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის რეფორმირება უნდოდა სასიკეთო, პროგრესული, არაკორუმპირებული მიმართულებით, პირველ რიგში, უნდოდათ, მოქმედ მასწავლებლებზე კანონსაწინააღმდეგოდ დანიშნული გამოცდების მოხსნა, რაც ვერ შეძლეს შიდა თუ გარე საერთაშორისო კორუმპირებული კლანების წინააღმდეგობის გამო. ამ მაფიოზურ-კორუმპირებული კლანების წარმომადგენლები არიან მოკალათებული, როგორც სამინისტროს აპარატში, ისე სსიპ-ებში  მგპეც-ში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, რესურსცენტრებში, სკოლებში, სკოლის დირექტორებისა და დირექციების სახით, ასევე არასამთავრობო სექტორში, პარტიებში. მათ ყველას მფარველობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სხვა წარმომადგენლები; საქართველოს მაფიოზურ-კორუმპირებულ კლანთან მჭიდროდაა დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები და სხვა, რომლებიც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ მფარველობენ საქართველოს შიდა ჯგუფებს.

ქართველ მასწავლებლებზე გააკეთეს დიდი ფული და კვლავ გრძელდება ფულის შოვნის პროცესი. ეს უსასრულოდ გაგრძელდება, თუ საბოლოოდ არ გავწყვეტთ ჯაჭვს. ამ კორუმპირებული ჯაჭვის გაწყვეტა შეიძლება მხოლოდ ახალი არაკორუმპირებული სისტემის შექმნით! სახელმწიფო სტრუქტურებიდან ეს ხალხი უნდა გაუშვათ, ხოლო რაც შეეხება სსიპ-ებს, ზოგიერთის ლიკვიდაცია უნდა მოახდინოთ, ზოგიერთის - რეორგანიზაცია.

მინისტრების ხშირი ცვლა განათლების სისტემაში არსებულ ელიტურ კორუფციას ვერ დაანგრევს! განათლების მინისტრები არიან მსხვერპლნი ამ მაფიოზურ-კორუმპირებული კლანებისა!

- ივანიშვილის განათლების 5 მინისტრიდან არც ერთი ყოფილა და არ არის აღნიშნული მაფიოზურ-კლანური დაჯგუფების წევრი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მაინც ვერ დაამარცხეს კლანი, ვერც კი შეარყიეს იგი! ახალ-ახალ სიურპრიზებს აგდებენ სისტემაში მთავრობის სახელით!

- ბატონო პრემიერ მინისტრო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საქართველოში არსებობს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კორუმპირებული სისტემა, აქედან გამომდინარე, მოაწერეთ ხელი თავიდან ბოლომდე კორუფციულ, უსარგებლო სქემის დოკუმენტს, რომელიც მარტო აღნიშნულ მაფიოზურ-კორუმპირებულ კლანს აქვს მორგებული მორიგი ფულის საკეთებლად და სისტემის გასანადგურებლად! რაც გამოიხატება იმაში, რომ სისტემაში შემოჰყავთ არასპეციალისტები, არაკვალიფიციური მასწავლებლები, რასაც თვითონვე აღიარებენ სხვადასხვა ინტერვიუებშ

მანანა ნიკოლაიშვილი, საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×