რეზონანსი
28.09.2020

ლელა კაკულია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს:

“განსაკუთრებით ადამიანის ორგანოები განიცდის მუტაციას. დიახ, ასეა. ამას განაპირობებს უამრავი ატომური გაჟონვა, აფეთქებები, გამონაბოლქვები, ვულკანური ამოფრქვევები და ა.შ.

1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, ვხედავ ბაცილას, ინფექციას, რომელიც პირდაპირ შეეხება ადამიანის ორგანოებს, ეს ღვიძლია, თირკმელები თუ ფილტვები და ა.შ.-მეთქი. დღეს ეს წინასწარმეტყველება ასი პროცენტით სრულდება.

1992 წელს ვთქვი, რომ ახალი დაავადების გამო კაცობრიობის ნახევარზე მეტს გაწყვეტა დაემუქრება-მეთქი. მომავალში კიდევ ჩნდება ორი ძალიან რთული დაავადება. ეს კი, როგორც ადრე აღვნიშნე, ბაქტეოროლოგიური ომია! მაგრამ ყველაზე უფრო ამ დაავადებებს თვითონ ბუნება უწყობს ხელს, ვინაიდან დედამიწაზე სერიოზული კატაკლიზმებია. ადამიანმა შექმნა მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები და ჰგონია, რომ იგი დაცულია საცავებში. ძალიან ცდებით! ამხედრებულ ბუნებას ვერცერთი საცავი ვერ გაუძლებს დედამიწაზე. ასე რომ, ფრთხილად, ადამიანებო!

ჟონავს, ვხედავ, ქიმიური მომწამლავი ნივთიერებები. იგი იფანტება ჰაერში, წყალში, აბინძურებს ბუნებას. ეს კი მართლა დიდი კატასტროფაა ადამიანებისთვის. არ არსებობს დაავადება, მერე მთელ მსოფლიოს რომ არ მოედოს. ამ მხრივ კაცობრიობას მომავალში დიდი სირთულეები ელის. მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სიცოცხლე მაინც იმარჯვებს და ადამიანები ცხოვრებას განაგრძობენ“, - წერს ლელა კაკულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×