
გუშინ გლდანში 4/6-ე მიკრორაიონების გზაგასაყარზე უბედური შემთხვევა მოხდა. იქვე მდებარე ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მეპატრონე, 51 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა და მოულოდნელად გარდაიცვალა. ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა დროულად გამოიძახეს, თუმცა იმის გამო, რომ მოქალაქეებმა სასწრაფოს გზა არ დაუთმეს, დაგვიანდა
"გუშინ მაღაზიის წის იჯდა, ცუდად გამხდარა და წამომდგარა. მეზობელმა თქვა, ღებინება დაეწყო და მოფარებულში გავიდაო. ავტოფარეხებისკენ გასულა და სწორედ იქ წაიქცა. აღნაგობით ძალიან დიდი კაცი იყო, ვერავინ შეძლებდა მის წამოყენებას. იქვე მდგარმა ტაქსის მძღოლებმა სასწრაფო გამოიძახეს და შემდეგ ოჯახს შეატყობინეს. ატყდა წივილ-კივილი. მთელი უბანი შეიყარა.
სასწრაფო არ ჩანდა. მოგეხსენებათ, გლდანში ყველა ქუჩა გადათხრილია და ამას დაემატა მოქალაქეების უპასუხისმგებლობაც. გაირკვა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა საცობში იდგა და გზას არავინ უთმობდა. სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ფარმაცევტები პულს ვერ უსინჯავდნენ. ამასობაში მოვიდა სასწრაფოც. გადმოცვივდნენ ექიმები, მძღოლიც კი ეხმარებოდა. მალე მეორე ეკიპაჟიც მოვიდა და ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ყველაფერი გააკეთეს, თუ რამე შეიძლებოდა, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. ამ მოქმედებებს ვუყურებდით ყველა, მთელი ორი მიკრორაიონი. საბოლოოდ, დიაგნოზი ფილტვის ინსულტი იყო, ფილტვებში წყალი ჰქონდა. თუმცა, თავიდან გული გაუხდა ცუდად და გაუჩერდა", - განაცხადა თვითმხილველმა სოფო გოგიაშვილმა პრაიმთაიმთან.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე