
ექიმი მეან-გინეკოლოგი ეველინა ჩოხელი ბოლო 24 საათია ოჯახურ ამბებს ფეისბუკით გვიყვება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მისმა 4 წლის შვილმა ხელი მოიტეხა, ექიმმა კი ის შვილზე ძალადობაში დაადანაშაულა და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა. ეველინას თქმით, პედიატრმა ის მამა გაბრიელის მადლით დასწყევლა:
„მათემ მოიტეხა ხელი...ამტელიდან ვინაიდან ცხელების ცენტრია გაგვიშვეს ინგოროყვაში, ხოდა ვუალა😑დაიწყო....ის რაც აუცილებლად უნდა დამეწერა! არასოდეს არ ვამბობ კოლეგიალობის გამო ექიმზე ცუდს, მაგრამ ის რაც დამხვდა არის სრული მარაზმი.რენტგენის მერე ტრავმატოლოგი გამოცხადდა 25 წუთის დაგვიანებით, რომ ვუსაყვედურე ამდენი ხანი დაგვიანების გამო, მარცხენა ხელის ორივე სხივის ძვალია მოტეხილი, ძლივს ვაკავებ ბავშვს, მიბრძანა დამეტოვებინა ბავშვი მარტო!
ვუთხარი რომ არ აქვს უფლება მშობელი 4 წლის ბავშვს უნდა ახლდეს თაბაშირის დადების დროს, ეს ის სტერილური მანიპულაცია არ არის რომელიც გარეშე იურიდიული პირების დასწრებას კრძალავს.
ამის შემდეგ მეუბნება რომ ბავშვს თაბაშირს არ დაადებს და წავიყვანო სადაც მინდა.... უარს ამბობს მომსახურებაზე...
ვუთხარი დაწეროს რატომ არ ემსახურება პაციენტს და ამ დროს შემოდის მორიგე პედიატრი მეუბნება გამოიძახებს პატრულს (ვინაიდან ტრავმატოლოგი ქუჩურად მეკაჩავება და მე არ ვუთმობ) და ბრალს დამდებს მე რომ ჩემს შვილს მოვტეხე ხელი🙈 მე ჩემს შვილს.
ამის მერე გაღიზიანებული ტრავმატოლოგი რომელიც მომმართავს შენობით მიუხედავად არაერთი მოწოდების რომ თქვენობით ესაუბრა, მემუქრება რომ მე ვნახავ რა მომივა😃 იმუქრება რომ ადმინისტრაციას ეტყვის, რომ ამიხსნან ეს საღორე არ არის და მე ვარ ღორი...პედიატრი მეუბნება რომ უმადურობის გამო მამა გაბრიელის მადლით ასეთი შემთხვევები მრავლათ იყოს ჩემს ოჯახში. მაძლევს დანიშნულებას სადაც არ წერია რამდენ მილიგრამიანი და რამდენი მილილიტრი უნდა მივცე დღეში მედიკამენტი.
რომ ვკითხე (დავუშვათ არ ვიცი)
დედა ხარ და უნდა იცოდეო:)
გაიცანით ეს ექიმის მსგავსი სუბიექტები არიან
ტრავმატოლოგი: დავით სუბელიანი
პედიატრი : გულიკო ოდიშვილი
P.S არ შემიძლია გულწრფელად მადლიერი არ ვიყო ემერჯენსის ექთნის ნონასი, რომელმაც ყველას მაგივრად იხადა ბოდიში და თავის საქმე კეთილსინდისიერად შეასრულა", - წერს ის.
რამდენიმე საათის წინ ეველინამ კიდევ ერთი ფეისბუკ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ ექიმი კლინიკიდან გაათავისუფლეს:
მესმის რომ მაღალი საჯარო ინტერესი გამოიწვია მათეს მოტეხილობის თემამ, გულგრილი არც ექიმი დარჩა, არც კლინიკის უფროსი, არც მშობელი, არც ჩემი სამეგობრო სანაცნობო წრე მთელი საქართველოს მაშტაბით. მინდა მადლიერება გამოვხატო ყურადღებისთვის, გვერდში დგომისთვის და თბილი სიტყვებისთვის❤
ეხლა კი მთავარი!!!!
ინგოროყვას კლინიკის ხელმძღვანელობამ, მიიღო გადაწყვეტილება ფაქტებზე დაყრდნობით, გაეთავისუფლებინა სამსახურიდან პედიატრი გულიკო ოდიშვილი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა და ჩამოაშორა მორიგეობებს და ბავშვებთან ურთიერთობას ტრავმატოლოგი დავით სუბელიანი!ასევე გამოუცხადა საყვედური!
მინდა მადლობა გადავუხადო პედიატრიული სამსახურის უფროსს ქეთი ბარაბაძეს და მენეჯერს ნინო ქოჩორაშვილს❤
რომლებმაც ადექვატურად აღიქვეს არსებული გადაცდომა და მიიღეს შესაბამისი ღონისძიებები!
მე ჩემი სიმართლე დავამტკიცე და ყველა ჩვენი შვილები დავიცავი აღნიშნული ცუდი სამედიცინო სერვისისგან!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
არ მისცეთ არავის უფლება რომ მოგექცეთ არაკეთილსინდისიერად და თუ ეს ასე მოხდა თქვენ მაინც მოექეცით სამართლებრივი კუთხით სწორად!
დიდი მადლობა ყველას", - წერს ეველინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე