ია აბულაშვილი
04.10.2020

„ბუბა კიკაბიძე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოაყენა კანდიდატად, ეს მისი გადასაწყვეტი იყო. ბუბა ჩემი მგობარია და არ მინდა ამ თემაზე საუბარი. მე დამაფიქრა „ოცნების“ სიამ. რაც მე ვნახე, იქ წარმოდგენილი არიან სპორტსმენები, მეცნიერები, ბიზნესის წარმომადგენლები, მაგრამ ვერ ვნახე კანდიდატები ხელოვნების სფეროდან“, - აცხადებს კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაებთან დაკავშირებით საუბრისას.

პარტიულ სიათა წარდგენა პოლიტიკურ ძალებში უკვე დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ყველასათვის მოულოდნელად ბუბა კიკაბიძე აღმოჩნდა, რამაც როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ოცნების“ პარტიულ სიაში კი მრავლად არიან როგორც ბიზნენსის, ასევე სპორტის წარმომადგენლები.

„მე პირადად ყოველთვის დადებითად მიმაჩნდა ხელოვანთა მოღვაწეობა პოლიტიკაში, რადგან მათ ხელი მიუწვდებოდათ მაღალ დონეზე დაეყენებინათ ხელოვნების საჭირბოროტო საკითხები, მაგალითად რეზო ჩხეიძეს, ელდარ შენგელაიას მოღვაწეობას, ასევე მედა ჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ციხიდან გაეთავისუფლებინათ ფარაჯანოვი.

„რაც შეეხება ბუბა კიკაბიძეს, ეს მისი გადასაწყვეტი იყო და არ მინდა ამაზე საუბარი, იგი ჩემი მეგობარია. ბუბა წამოაყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ალბათ ეს არის ამ პოლიტიკური ძალისთვის გამოსავალი - ქართველი ხალხისთვის საყვარელი მომღერალი შეეყვანათ პარტიულ სიაში.  

„მე დამაფიქრა „ოცნების“ სიამ. რაც მე ვნახე, ამ სიაში მეტწილად წარმოდგენილი არიან სპორტსმენები, ბიზენსმენები, მეცნიერები, ასეთი კანდიდატებ ვერ ვნახე ხელოვნებიდან; არ არის კულტურა პრიორიტეტი? მე პირადად არ მინდა არც განათლება კულტურის გარეშე, არც ეკონომიკა კულტურის გარეშე", - განაცხადა „რეზონანსთან“ მერაბ კოკოჩაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×