ია აბულაშვილი
04.10.2020

„რა პროვოკაციაც არ უნდა მოაწყოს ოპოზიციურმა ფლანგმა ახლად არჩეული პარლამტენის პირველ სხდომაზე, არ წამოვეგებით არც პირველ დღეს და არც მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ.

საქართველოს კონსტიტუციით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის წაყვანის უფლება ენიჭება პარლამენტის უხუცესს წევრს და შეიძლება ამ მოწვევის პარლამენტში ეს პატივი 82 წლის ბუბა კიკაბიძეს ერგოს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში პირველ ადგილზეა.

„კონსტიტუციის თანახმად, ახლად არჩეული პარლამენტის სხდომას გახსნის საქარათველოს პრეზიდენტი და სხდომას წაიყვანს უხუცესი წევრი. ის არის მედიატორი, რომელსაც აქვს მკაცრად გაწერილი რეგლამენტი. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, ის  ჩამოვა დარბაზში და სხდომას გააგრძელებს პარლამენეტის თავმჯდომარე - ეს რაც შეეხება პროცედურას.  

„ვინ წაიყვანს პირველ სხდომას, ამას „ოცნებისთვის“ დიდი მნიშვნელობა არ აქვს და რა პროვოკაციაც არ უნდა მოაწყოს ოპოზიციურმა ფლანგმა, ამ პროვოკაციას არ ავყვებით არც პირველ  დღეს და არც მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ კონსტიტუციას არ დავარღვევთ, სხდომა ჩატარდება რეგლამენტის დაცვით და ხელს არავის შევუშლით.  

„ისე, რას ერჩოდა სააკაშვილი ბუბა კიკაბიძეს, არ ვიცი, კრიტიკის ასეთი სამიზნე რომ გახადა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×