
თოქ-შოუ „პროფილი“ 27-ე სეზონს იწყებს. ახალი სეზონის პირველი გადაცემის თემაა - „როგორ დავიწყოთ ცხოვრება თავიდან“.
გადაცემის ანონსიდან ვიგებთ, რომ მაია ასათიანი მაყურებელს თავის ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე მისი შვილის გარდაცვალების ამბავზე მოუთხრობს. ტელეწამყვანი იმ გზებზეც ისაუბრებს, რომლის საშუალებითაც მან შეძლო ამ უმძიმესი ტრაგედიის გადატანა და ცხოვრების თავიდან დაწყება.
„მე თავიდან დავიბადე და ისევ მიხარია ცხოვრება. როცა კარგად ვარ, ჩემი თავის მიტყდება - მაია, როგორ და რატომ ხარ კარგად? ... ეს ამბავი მეხივით დამეცა თავს და ცხოვრება თავდაყირა დამიყენა. 2- ჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა, გონს რეანიმაციაში მოვედი. მე შევძელი და ისევ მიხარია ცხოვრება. შენც შეძლებ“, - ამბობს გადაცემის ანონსში ტელეწამყვანი მაია ასათიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე