რეზონანსი
05.10.2020

თბილისის მერმა კახა კალაძემ 10 ადამიანს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება უბოძა.

მათ შორის არის ერთადერთი მწერალი გურამ დოჩანაშვილი და 9 ქართველი ექიმი. ამ ფაქტს მწვავედ გამოეხმაურა ჟურნალისტი ხატია სიჭინავა:

“გურამ დოჩანაშვილი და 9 ექიმი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის მე-3 ფაზაში, მოახერხეს სრულიად ადამიანების დაფსიხოზება და ისწავლეს ცხვრებივით თვლა საქართველოს მოსახლეობის, დაჯილდოვდნენ საპატიო თბილისელის წოდებით და კიდევ ბევრი წოდება ელით წინ. აი, ბატონი გურამი რა შუაში იყო ამ გაუგებრობაში მართლა ვერ მივხვდი” – წერს ხატია სიჭინავა.

მოგვიანებით, ხატიამ ექიმებს ექიმ-ტერორისტები უწოდა.

“რა შუაშია გურამ დოჩანაშვილი და 9 ექიმ ტერორისტი?” – დაწერა კომენტარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×