
"დებატები წინასაარჩევნო კამპანიის აუცილებელი პირობაა, მაგრამ დებატებზე უარს ძირითადად ხელისუფლება ამბობს და არ ცდილობს საარჩევნო დებატების ვალდებულება იკისროს"-აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია დებატების გამართვასთან დაკავშირებით საუბრისას.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 15 ოქტომბერს მასა და გიორგი გახარიას შორის დებატები გაიმართება, რასაც უარყოფენ "ოცნებაში". მათი განცხადებით, დებატებში მონაწილოების მიღებას არ აპირებს გიორგი გახარია. სავარაუდოდ დებატები არ გაიმართება არც "ლელო საქართველოს" ლიდერსა და "ოცნების" ლიდერს შორის. ექსპერტთა ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილი არ მიიღებს მამუკა ხაზარაძის გამოწვევას.
"დებატები ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის აუცილებელი პირობა რომ ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთოს, მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენში ეს კულტურა ვერ დაინერგა და დღემდე ვართ მონოლოგის რეჟიმში.
"დებატები შეიძლება გაიმართოს ძირითად პოლიტიკურ პარტიებს, მაჟორიტარებს თუ პრემიერობის კანდიდატებს შორის, მაგრამ, ძირითადად უარს ამბობს ხელისუფლება. ამის მიზეზი შეიძდლება იყოს კომპლექსნარევი ქედმაღლობა, სისუსტე და ის, რომ ხელისუთლება არ ცდილობს საარჩევნო დებატების ვალდებულება იკისროს.
"ქართულ ოცნებას" 2012 წელს ამ ვალდებულების განცდა ჰქონდა, მაგრამ 2016 წლიდან მოყოლებული "ქართული ოცნება" გადავიდა მონოლოგის რეჟიმზე და უარს ამბობს დებატებზე, რაც მიუღებელია"- აცხადებს არჩილ გამზარდია.
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, დებატებს ითხოვს ოპოზიცია, ხელისუფლება კი გაურბის, რაც ოპოზიციის სასარგებლოდ მეტყველებს.
"საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაიმართა დებატები პრეზიდენტობის სამ ძირითად კანდიდატს შორის - სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს შორის. 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში კი გამოიკვეთა, რომ ოპოზიცია მოითხვოს დებატებს და ხელისუფლება გაურბის, რაც ოპოზიციის სასარგელოდ მეტყველებს. ხელისუფლება თავს არიდებს მწვავე კითხვებზე პასუხი გასცეს, იგივე გახარიას მოუწევს პასუხი გასცეს 20 ივნისის მოვლენებზე. ოპოზიცია დარწმუნებულია თავის სიმართლეში, ხელისუფლება კი თავის სისუსტეში"- აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
კულტურულოგ ლელა ფირალიშივილის თქმით, არცერთ პარტიას არ აქვს პოლიტიკური ხედვა ხვალინდელი საქართველოს შესახებ და ერთადერთი რითაც მანიპულირებენ, წინასაარჩევნო დაპირებებია.
"ჩვენ გვაკლია დიალოგის კულტურა, რომელსაც მიყავხარ კონსენსუსამდე. ჩვენ არა თუ დიალოგზე არ მივდივართ, რომც წავიდეთ ერთმანეთს არ ვუსმენთ, აქაც გვინდა ჩვენი ძალაუფლების ნების გამოხატვა.
"დებატები მაშინ არის საინტერესო, როცა პოლიტიკოსები რაღაც იდეის გარშემო კონცენტრირდებიან. მეჩვენება, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს პოლიტიკური ხედვა ხვალინდელი საქართველოს შესახებ, ერთადერით რითაც მანიპულირებენ, ეს არის წინასაარჩევნო დაპირებები"- განაცხადა "რეზონანსთან" ლელა ფირალიშვილმა.