რეზონანსი
05.10.2020

პოპულარული ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებები კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ დრომდე შეჩერებულია.

ჯერჯერობით არავინ იცის, გაგრძელდება თუ არა "ჩცდ" "ფორმულა" ეთერში.

"პრაიმამბებისთვის" ცნობილი გახდა, რომ სერიალის გაგრძელების შემთხვევაში, ის ეთერში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის ჩიკას გარეშე გავა.

დაზუსტებული ინფორმაციით, ჩიკამ "ფორმულა კრეატივთან" თანამშრომლობა შეწყვიტა და ახლა გეგმავს "რუსთავი 2"-ზე გააგრძელოს მუშაობა, სადაც საკუთარი გადაცემა ექნება.

წყარო გვიყვება, რომ ჩიკა თითქმის ყოველდღიურად მართავს შეხვედრას, "რუსთავი 2"-ის დირექტორთან პაატა სალიასთან და ტელეკომპანიის ეთერში ახალ გადაცემას მალე ვიხილავთ.

ინფორმაციის გადამოწმება "რუსთავი 2"-თან ვცადეთ, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

ამიტომ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პროდუსერს ირაკლი საღინაძეს დავუკავშირდით.

- ირაკლი, როდიდან გაგრძელდება "ჩემი ცოლის დაქალები"?

- ჯერჯერობით არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, როდიდან გაგრძელდება სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები".

- დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ სერიალი დატოვა მსახიობმა ანა ჩირაძემ, იგივე ჩიკამ და ის "რუსთავი 2"-ზე აპირებს მუშაობის გაგრძელებას, რა ინფორმაცია გაქვთ ამის თაობაზე?

- სანამ სერიალი ეთერში არ არის, მე ვერავის ვერ ვაიძულებ, რომ მელოდოს. ჩიკა არ იყოს სერიალის შტატიანი თანამშრომელი, ის გახლდათ მოწვეული მსახიობი და მისი გადასაწყვეტია, თუ უნდა წავიდეს.

სრულად იხილეთ: პრაიმამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×