ქრისტინე კაპანაძე
09.10.2020

აზერბაიჯანის ინტერესებშია, რომ გაგრძელდეს საბრძოლო მოქმედებები, რადგან ის წინ მიიწევს და ნელ-ნელა იბრუნებს ტერიტორიებს, სომხეთს კი სურს რაც შეიძლება მალე შეწყდეს ცეცხლი და გაიმართოს სამშვიდობო მოლაპარაკება - რა ეტაპზეა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება, როგორ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და რას უნდა ველოდოთ უახლოს დღეებში, ამ საკითხებზე „რეზონანსს" სამხედრო ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, მოსკოვში დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, დასრულდება თუ გაგრძელდება დაპირისპირება ორ მხარეს შორის.

„ყარაბაღის ომში დაპირისპირებულ მხარეებს აქვთ თავიანთი მიზნები. აზერბაიჯანის მიზანი არის, რომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო სომხეთის მიზანია, რომ ეს არ დაუშვას. მათ საბრძოლო მოქმედებებისათვის საკუთარი ტაქტიკა აქვთ. აზერბაიჯანის არმის ტაქტიკა ძირითადად არის შეტევითი, სომხეთის არმიის კი თავდაცვითი.

„საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან გავიდა 2 კვირა. ჩვენ უახლოეს დღეებში გვეცოდინება, როგორ გაგრძელდება ვითარება - ეყოფათ თუ არა ძალებს რესურსები ფართომასშტაბიანი და აქტიური საბრძლო მოქმედებების გასაგრძელებლად. ვფიქრობ, აზერბაიჯანს უფრო მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს. ვნახოთ, რა იქნება.

„უახლოესი დღეები იქნება გარდამტეხი. ან გაგრძელდება ასეთი მასშტაბით საომარი მოქმედებები, ან მოხდება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. გააჩნია რუსეთი რა პოზიციას აირჩევს და პრეზიდენტი პუტინი რამდენად გააქტიურდება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით," - ამბობს „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×