რეზონანსი
10.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ თბილისი შეიძლება წითელ ზონად იქცეს. შესაბამის კითხვას გამყრელიძემ ასე უპასუხა:

„თეორიულად ყველაფერი დასაშვებია, არ გამოვრიცხავ… და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ თბილისი წითელი ზონა არ გახდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღება.

„შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებებს, რა მასშტაბის, როგორი და ა.შ. იღებს საკოორდინაციო საბჭო. წერტილოვანი შეზღუდვები რა თქმა უნდა, ხორციელდება. რაც შეეხება, ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და იმედი მაქვს, მიღებული იქნება ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე და ყველასთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×