რეზონანსი
10.10.2020

თბილისის სამ უბანში, დიდუბეში, საბურთალოსა და სამგორის რაიონში კორპუსები აფეთქებას გადაურჩა - ინფორმაციას "თბილისის ენერჯი" ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის სუნის გამო 114-ზე მეზობლებმა დარეკეს.

"ბინის მეპატრონეების უყურადღებობის გამო სამი კორპუსი - დიდუბეში, საბურთალოსა და სამგორის რაიონში აფეთქდებოდა, რომ არა ყურადღებიანი მეზობლები, რომლებმაც დარეკეს - 114-ზე და გაზის სუნის შესახებ შეგვატყობინეს.

როგორც აღმოჩნდა ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ და გაზის ონკანი უყურადღებოდ ჰქონდათ დატოვებული.

გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს. თქვენი უყურადღებობის გამო შესაძლოა სხვების სიცოცხლე შეიწიროთ. იფიქრეთ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე,"- ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×