მარიკა ხორავა
10.10.2020

საქართველო მსოფლიოს იმ რამდენიმე ქვეყნას შორისაა, რომელსაც არცერთ მეზობელთან საზღვარი ბოლომდე დადგენილი არ აქვს. ჩვენ სადავო ტერიტორიები გვაქვს აზერბაიჯანთან, რუსეთთან და სომხეთთან. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას 2-ჯერ მეტი ტერიტორიები ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს - ამის შესახებ „რეზონანსთან" საერთაშორისო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.

მაისაიას თქმით, არ შემდგარი სახელმწიფო ვართ, რომელმაც ვერ მოახერხა სადაო ტერიტორიების დადგენა.

„ოკუპაცია არის საშინელება. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას 2-ჯერ მეტი ტერიტორიები ჰქონდა, ვიდრე ჩვენს დღევანდელ საქართველოს. სამწუხაროდ, თურქეთს ჩვენ ვერ წავუყენებთ ტერიტორიულ პრეტენზიებს, ესე ჩამოყალიბდა გასული წლებიდან დღემდე, ცოტა რთულია რაიმეს მოთხოვნა.

„სადავო ტერიტორიები აზერბაიჯანთან, სომხეთთან და რუსეთთანაც გვაქვს სანამ არ მოხდება დემარკაცია, დელიმიტაცია და სახელწიფო საზღვრების დადგენა, მანამდე საუბარი ცოტა რთულია. ჩვენ ვართ არშემდგარი სახელმწიფო. 30 წლის განმავლობაში როგორ ვერ შევძელით ამ საკითხის მოგვარება?!", - განაცხადა მაისაიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია მოლაპარაკებები დაიწყოს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან.

„საბჭოთა პერიოდიდან ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრების დემაკრაციას, რომელიც იმ პერიოდში მოხდა. განსაზღვრული არ გვაქვს საზღვაო ტერიტორიები, ნეიტრალური წყლები და შიდა ტერიტორიული წყლები. ყველა ტერიტორია არის სადაო. ჩვენ გავიარეთ ოთხი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არცერთს ყური არ შეუბერტყავს არაფრისთვის.

„ჩვენ საზღვრები უნდა დავიცავთ და უნდა დავამტკიცოთ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ჩვენი საზღვრებია. გარკვეულწილად როკის გვირაბის იქითა ტერიტორიაც ქართული ტერიტორიაა. როგორც კი როკის გვირაბს გასცდები, რუსეთის სასაზღვრო პუნქტი სამი კილომეტრის იქით იწყება. ეს ტერიტორია არის ჩვენი, ქართული ტერიტორია.

„აუცილებელია დავიწყოთ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან დემარკაციისა და დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკება.ჩვენი ინტერესია რა პოზიციით წავრსდგებით თითოეულ მათგანთან და როგორ დავიცავთ ჩვენს პოზიციას", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×