რეზონანსი
10.10.2020

კარტოგრაფების საქმეში არქიმანდრიტი კირიონის ჩვენება ხდება ცნობილი.

ჩვენებაში სასულიერო პირი რუკაზე საუბრობს. ის ყოფილ ხელისუფლებას აკრიტიკებს და ადასტურებს, რომ დავით გარეჯის საკითხის გასარკვევად „ქართული ოცნების" პირობებში ჯერ ირაკლი ალასანიას, შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა.

"ფაქტობრივად, დღეის მდგომარეობით, ქართული მხარისათვის დაკეტილია მონასტერი უდაბნო ვერანგარეჯთან ერთად. აღარაფერს ვამბობ ჩიჩხიტურზე და მით უმეტეს ბერთუბანზე, რომლებიც ასევე დაკეტილია ქართული მხარისათვის. ამის შემდგომ მე მივხვდი, რომ აუცილებელი იყო ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ყველა დოკუმენტაციის და კარტოგრაფიული მასალის მოძიება. ჩემი რამდენიმეხნიანი კვლევის შედეგად მოვიძიე მცირე მასალები, მაგრამ ეს სერიოზულ ხარისხს ვერ ქმნიდა. ამიტომ დახმარებისთვის მივმართე იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას. მან გულისყურით მომისმინა, დაიტოვა ჩემს ხელს არსებული მცირე მასალები და პირობა მომცა, რომ ამ საკითხს მაღალ პროფესიულ დონეზე გამოიკვლევდა. ჩვენ მოვიარეთ მრავალ დაწესებულება და მრავალი არქივი, მოვიძიეთ საჭირო დოკუმენტაციები.

ამ შეხვედრაზე მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ აქ კანონდარღვევები ჩადენილი იყო არა გაუგებრობით და უმეცრებით, არამედ შეგნებულად მორგებული იყო ორ გარდაუვალ პრინციპზე - პირველი, რომ ხდებოდა საქართველოს პოზიციების დათმობა, ფინანსური ინტერესების გამო, ან მეორე, რომ ამდაგვარი დირექტივა მოდიოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან და ივერი მელაშვილი, მისდა სამარცხვინოდ ამ ყველაფრის შემსრულებელი იყო. ამ ყველაფრის მიმართ ივერი მელაშვილის პოზიციების გამართლება და მისი დაცვა დაიწყო იმჟამინდელმა კომისიის თავმჯდომარემ, დავით ჯალაღონიამ. მე მის პოზიციებზეც მქონდა კრიტიკული დამოკიდებულება. მასაც შევახსენე მისი სრულიად უპრინციპო ხელმძღვანელობა ამ კომისიაში", - წერია ჩვენებაში, რომელსაც "ფორმულა" ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×