
ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო იმისთვის, რომ ვიფიქროთ და წარსულზე ვიჭორაოთ, ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყუროთ წინ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გახარიას თქმითვე, 2021 წლიდან სვანეთში 24-საათიანი წყლის მომარაგების საკითხი დაიწყება და დასრულდება.
„ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყუროთ წინ. ყველა კარგად ვხედავდით, მესტია როგორ ვითარდება, ტურისტი დაგვაკლდა, მაგრამ ზამთარში ყველამ ვნახეთ, რომ ადგილობრივი იმდენი ქართველი ამოვიდა მესტიაში, რომ ბევრ ჩამოსულზე კიდევ უფრო უკეთესი იყო, იმიტომ რომ ქართველებმა ნელ-ნელა თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, იმიტომ რომ ბევრი ქართველი სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, მესტიაში საერთოდ ნამყოფი არ იყო", - განაცხადა გახარიამ.