რეზონანსი
10.10.2020

„ახლახანს მივიღე მოწვევა ბარსელონაში, უნდა დავუბრუნდე სამსახურს", - ამის შესახებ განცხადებას ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე აკეთებს.

მეცო-სოპრანო იმედოვნებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი მალე მოგვარდება და ფართო მასშტაბიან სახეს არ მიიღებს.

„ყველა დაძაბულია, მოვლენების განვითარების მოლოდინში, რა და როგორ იქნება. მესმის ძალიან კარგად მეც დედა ვარ და ყველას უწუხებს არის ეს პრობლემა, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში.

ერთადერთი რაც შეიძინე ვიფიქროთ, კონფლიქტი მეზობელ ქვეყნებში მალე დასრულდება და არ მიიღებს დიდ მასშტაბებს, ამას დამატებული ის, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს და ასევე ის, რომ კოვიდი მოუშორებელი ჭირი რაღაცნაირად დასრულდეს. ნამდვილად ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია ყოფნა და არსებობა, მაგრამ ვფიქრობ ადამიანი იმდენად ძლიერი არსებაა, რომ ყველაფერს ეგუება და ყველაფრის გადატანა, გააზრება შეუძლია.

წარმოუდგენლად დაიძაბა სიტუაცია ჩვენს გარშემო, ჩვენი მდებარეობა ყოველთვის იყო ისეთი, რომ ჩვენ ძალაუნებურად ვხვდებოდით ამ ქარცეცხლში მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაქსიმალურად სწორად, ფრთხილად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან.

ახლახანს მივიღე მოწვევა ბარსელონაში, უნდა დავუბრუნდე სამსახურს. არ ვიცი, როგორ იქნება დეკემბრამდე დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. სრულიად წარმოუდგენელია რა შეიძლება მოხდეს", - ამბობს ნინო სურგულაძე ვიდეო მიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×