
მსახიობს, საპატრიარქოს თანამშრომელს კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.
როგორც მიქიაშვილი ამბობს, ის კორონავირუსით მეგობრისგან დაინფიცირდა და მასთან კომუნიკაციის შემდეგ, ის საპატრიარქოში არ მისულა.
"მძიმე პაციენტად არ ვითვლები, თუმცა, პირველ დღეებში უფრო კარგად ვიყავი, ახლა როცა ველოდი, რომ გამწერდნენ, პნევმონია დამიდგინდა ორივე ფილტვზე და თავიდან დამიწყეს მკურნალობა. კორონავირუსი ვისგან გადამედო, ვიცი. ყველაზე მეტად მადარდებდა, რომ სხვისთვის არ გადამედო, მადლობა ღმერთს, გადავრჩი და ჩემგან არავის გადადებია, რადგან კონტაქტები არ მყოლია", - აცხადებს მიქიაშვილი „ინტერპრესნიუსთან".