
საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევნებში. „ყველა კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს", - განაცხადა ივანიშვილმა ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. წელს პროპორციულ არჩევნებზე 63% პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებელ ზღვარს წარმოადგენს. რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის მიერ ამ რიცხვის დასახელება - უბრალო დამთხვევას, თუ ფარულ მინიშნებას „ქართული ოცნების" მოლოდინსა და გეგმებზე?
წელს პარლამენტში 30 დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული წესით მოხდება, 120-ის კი - პროპორციული სისტემით. თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა პროპორციულ არჩევნებში ხმათა 63%-ს მიირებს, ამით 150 ადგილიან პარლამენტში 76 ადგილს მოიპოვებს. შესაბამისად, იმის მიუხედავად, თუ რა შედეგი დაფიქსირდება მაჟორიტარულ არჩევნებში, ამ პარტიას უკვე ექნება პარლამენტში უმრავლესობა და დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ფორმირებას.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფოქრობს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა. მისი თქმით, ივანიშვილმა კვლევების დროს რეალურად დაფიქსირებული რიცხვები დაასახელა და მისი განცხადება არ უნდა გავიგოთ ისე, რომ „ოცნებას" ამა თუ იმ კონკრეტულ რირცხვზე გასვლას აანონსებს.
როგორც საყვარელიძემ „რეზონანსთან" განაცხადა, ივანიშვილმა კონკრეტული პროცენტები იმის საჩვენებლად დაასახელა, რომ „ოცნებას" შთამბეჭდავი მხარდაჭერა აქვს. არჩევნებს უპრობემოდ მოიგებს და მას არაფერში სჭირდება ის, რაშიც ოპონენტები მმართველ პარტიას ადანაშაულებენ - ამომრჩევლებზე ზეწოლა, ოპოზიციისათვის საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა, არჩევნების გაყალბება და ა.შ.
„ივანიშვილი ამ კვლევებს არგუმენტად იყენებს იის საჩვენებლად, რომ „ქართული ოცნება" არ აპირებს დარღვევებისა და ძალადობის გამოყენებას საარჩევნოდ იმიტომ, რომ სამაგისოდ საქმე არ აქვს. რეიტინგებით იგი წამყვან ადგილს იკავებს. ამისთვის დასჭირდა საუბარი ამ რეიტინგებზე.
„მიმაჩნია, რომ როცა პარტია იმარჯვებს წინასწარი გამოკვლევებით, მისი მხირდან ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც გამარჯვებას ეჭქვეშ დააყენებს და შედეგების ლეგიტიმურობაზე ლაპარაკს დააწყებინებს უცხოეთისა დასაქართველოს მოქალაქეებს, უაზრო ნაბიჯი იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, მმართველ პარტიას 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული აქვს.
„მარტო ივანიშვილი არ ამბობს, რომ უპირატესობას „ოცნება" მიიღებს. გამოკვლევებიც ამბობს და მათ შორის ის გამოკვლევებიც, რომელიც ოპოზიციის დაკვეთით არის ჩატარებული. 63% და ა.შ. ახსენეს იმიტომ, რომ ზოგან ასეც კი არის.
„მას ლაპარაკი ინტერვალზე ჰქონდა - 54-დან 63%-მდეც კი ადის ზოგიერთი გამოკვლევის შეგედებიო. ვარაუდი, რომ მას რაღაც დაგეგილი აქვს და აი, ამ პროცენტზე უნდა გავიდეს, მგონი ცოტა ზედმეტობაა. მმართველი პარტია ისედაც იმარჯვებს და 63% იქნება თუ 53%, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა საყვარლიძემ.