რეზონანსი
10.10.2020

საზოგადოებამ შეაფასოს, რას ემსახურება ოპოზიციის ასეთი ორკესტრირებული რეაქციები, რატომ იმართლებენ ისინი თავს იმსაკითხზე, რომელიც არ არის პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, აღნიშნული საქმე პოლიტიკის მიღმაა და ეროვნული მნიშვნელობის საკითხია.

„ჩემი დამოკიდებულება დავით გარეჯთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო. ეს არის ზეპარტიული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. სწორედ ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახლადაღმოჩენილი რუკები, ის ფაქტობრივი მასალა, რომელიც საქარველოს უკეთეს და უფრო სამართლიან პირობებში აყენებს, გამოვიყენოთ შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში აზერბაიჯანთან და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უკეთ დაცვა.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ეს არის სამართლებრივი პროცესი, ამას პოლიტიკურ განზომილებაში არ ვხედავთ, ვინაიდან ეს არის ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა, ეს აერთიანებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ შეაფასოს, რას ემსახურება ოპოზიციის ასეთი ორკესტრირებული რეაქციები. რატომ იმართლებენ ისინი თავს იმ საკითხზე, რომელიც არ არის პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე. ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესებშია, რომ დავით გარეჯი თავის სამონატრო კომპლექსით იყოს დაცული და იყოს სამართლიან ფარგლებში",- განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×