
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ქვეყანაში ვერ ჩამოსვლას პანდემიას და რეგულაციებს უკავშირებს.
მისი თქმით, კითხვებს აჩენს, რატომ გადაწყვიტა ჟურნალსტმა ქვეყანაში დაბრუნება წინასაარჩევნოდ.
"ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ასევე, მეორე მხრივ, კითხვებს ბადებს რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა მაინც და მაინც წინასაარჩევნო პერიდოში ჩამოსვლა. ვინაიდან, როგორც ის და მისი ადვოკატები აცხადებდნენ, მას აქვს სამართლებრივი სახის კითხვები და საკითხები ხელისუფლებასთან. შესაბამისად რატომ გადაწყდა მისი მხრიდან ჩამოსვლა წინასაარჩევნოდ ჩემთვის კითხვებს ბადებს," - თქვა არჩილ თალაკვაძემ.