რეზონანსი
10.10.2020

ოპოზიციაზე და განსაკუთრებით, ძველ ოპოზიციაზე, „ნაციონალურ მოძრაობასა" და მის სატელიტურ სისტემაზე, ვფიქრობ, ყველაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს საკუთარი წარსული,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, პირველ რიგში, რას ეუბნებიან თავის მოქალაქეებს, რას ეუბნებიან საზოგადოებას და შემდეგ, უკვე საზოგადოება გადაწყვეტს თავისუფალ არჩევნებში თუ ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, არანაირი ზეწოლა და ძალადობა არ შედის დღეს საქართველოსა და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში. ჩვენ ჩავატარეთ ეს რეფორმები იმისთვის, რომ გვქონოდა თავისუფალი არჩევნები. ვინც კი შეეცდება ძალადობრივი ინციდენტებით, კანონდარღვევით რამე ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებს, რა თქმა უნდა, კანონიერ რეაგირებას მიიღებს ამაზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, არანაირად პროვოკაციებში არ ჩაერთონ, არ უპასუხონ ძალადობის აქტებს ძალადობით და, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების" ხელწერა არასდროს არ ყოფილა ის, რაშიც ჩვენი ოპონენტები დღეს გვადანაშაულებენ,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×