რეზონანსი
10.10.2020

ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღში 12 ოქტომბერს სასწავლო პროცესი არ განახლდება. მიზეზი კი ახალი კორონავირუსია, რომელიც ბაღის ძიძას დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მერიაში ასევე ამბობენ, რომ კონტაქტების მოსაძიებლად მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამასთან, ბაღის თანამშრომლები, ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის რეკომენდაციით, თვითიზოლაციაში გადავიდნენ, საბავშვო ბაღს კი დეზინფექცია ჩაუტარდა.

სასწავლო პროცესი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად განახლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×