რეზონანსი
11.10.2020

სარკინიგზო შემთხვევა რუსთავში ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 23 წლის მწყემსს ფარა ლიანდაგებზე გადაჰყავდა, რა დროსაც დაინახა, რომ მატარებელი უახლოვდებოდათ. მემანქანის თქმით, მამაკაცი ეცადა, ცხვრები გადაერჩინა, თუმცა მატარებელს თავად ემსხვერპლა.

მატარებელმა მწყემსის გარდა, გაიტანა ცხენი და ათამდე ცხვარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×