რეზონანსი
11.10.2020

უბედური შემთხვევა მოხდა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში. კლინიკის სამშობიარო ბლოკში ახლადდაბადებული ჩვილი დაიღუპა.

ჰოსპიტალში გარდაცვალების მიზეზს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ. კლინიკის მენეჯერის, რევაზ კუჭუხიძის ინფორმაციით, ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადა.

მისივე თქმით, დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს უნდა გაეწერათ, თუმცა ოთხი დღის ჩვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მომენტში, ის დედასთან ერთად იმყოფებოდა.

„ექსპერტიზა ჩაუტარდა, მიზეზს ყველა ერთად გავიგებთ. ახალშობილი ჯანმრთელი იყო", - განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ „პრაიმტაიმთან" საუბრისას.

იხილეთ სრულად:პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×