ლაშა ტუღუში
11.03.2015

ბოლო წლებში დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად სამართლიანად მიიჩნევა "მასთ ქერისა" და "მასთ ოფერის" პრინციპების დამკვიდრება საქართველოს მედია კანონმდებლობაში. ამ კანონმა შექმნა პირობა, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები დაუბრკოლებლად მიეწოდება მაყურებელს. კანონი პოზიტიურად შეფასდა არა მარტო საქართველოში, ადგილობრივი საექსპერტო წრეების, არამედ საერთაშორისო ექსპერტების მიერაც.

შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს "მედია პალიტრასა" და "მაგთიკომს" შორის წარმოშობილ დავას, რაც, ჩემი აზრით, სამწუხაროდ, კომპანია "მაგთიკომის" მიერ "მასთ ქერის" პრინციპის არასწორ ინტერპრეტაციას მოჰყვა. მინდა გამოვხატო წუხილი იმის გამო, რომ დისკრიმინაციული მიდგომა აზარალებს არა მარტო ტელეკომპანიას, არამედ საზიანოა რიგითი მოქალაქეებისთვისაც. პერსპექტივაში კი მსგავსი პრაქტიკა სერიოზულ პრობლემას შექმნის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო კომპანია "მაგთიკომს", გადადგას ნაბიჯი, რომელიც იქნება გამსჭვალული პასუხისმგებლობით როგორც მედიის, ასევე მთელი საზოგადოების მიმართ. იმედს გამოვთქვამთ, რომ დავა გადაწყდება სამართლიანობის, დემოკრატიული პრინციპებისა და ბიზნესეთიკის სტანდარტების გათვალისწინებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×