წერილი
20.06.2015

 ცხრილში მოცემულია ყველაზე მავნე საკვებდანამატები. საკვებდანამატის გასწვრივ მითითებულია მისი მავნე ზემოქმედება.

რედაქციისგან: გაზეთ "რეზონანში" 2015 წლის 3 ივნისს გამოქვეყნებულმა პროფესორ რამაზ გახოკიძის სტატიამ "რა უნდა ვიცოდეთ საკვებდანამატების შესახებ" მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი მეწარმე კვლავაც იყენებს ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშ საკვებდანამატებს, მაგალითად, ლიმონათებში (რომელთა მომხმარებლები, ძირითადად, ბავშვებია) იყენებენ ისეთ სინთეზურ საღებავებს, როგორებიცაა ტარტრაზინი (უ102, ყვითელი), აზორუბინი (უ122, წითელი-მიხაკისფერი), პატენტ ბლუ (უ131, მწვანე) და სხვ. დადგენილია, რომ ისინი იწვევენ ონკოლოგიურ დაავადებებს, ამიტომ ასეთი საღებავების გამოყენება აკრძალულია ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში. პარადოქსია, მეწარმეები მათ გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევენ, რადგან ჩვენთან არ არსებობს პარლამენტის აკრძალვა მათი გამოყენების შესახებ(!).

პროფესორ რამაზ გახოკიძის განცხადებით, აუცილებელია გონივრული სიფხიზლისა და სიფრთხილის გამოჩენა: "როგორც მინიმუმი, პროდუქტის შეძენამდე ყურადღებით გაეცანით ეტიკეტზე მოცემულ ინფორმაციას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკვებში შემავალ სინთეზურ დანამატებს. გაიგეთ, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი.

თუ აღმოჩნდა, რომ პროდუქტში შედის პოტენციურად ყველაზე საშიში საკვებდანამატები, თავი შეიკავეთ მისი ყიდვისგან და, საერთოდ, იშვიათად შეიძინეთ ბევრი სინთეზური დანამატის შემცველი პროდუქტები.

ეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ კონსერვები, ნახევარფაბრიკატები, საკონდიტრო ნაწარმები და სასმელები. ბევრად უკეთესი და სასარგებლოა, თუ მათ თქვენი დამზადებული კერძებით და სასმელებით შეცვლით. მართალია, თანამედროვე ცხოვრების დაძაბული რიტმი (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) ყოველთვის არ იძლევა ამის შესაძლებლობას, მაგრამ საქმე ხომ თქვენს ჯანმრთელობას ეხება! ამიტომ ეცადეთ გამონახოთ ამისთვის დრო და ძალა. არ დაზოგოთ დრო საკუთარ ჯანმრთელობაზე!"

მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ჩვენ თხოვნით მივმართეთ პროფესორ რამაზ გახოკიძეს, რომ მოეწოდებინა განსაკუთრებით საშიშ საკვებდანამატთა სია, რომელსაც ვაქვეყნებთ მკითხველთ თხოვნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×