მოსამართლე ურთმელიძემ ქიბერ ხალვაშის ადვოკატების შუამდგომლობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას შეუჩერდეს უფლებამოსილება და ტელეკომპანიის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნონ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტან ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, მოსამართლის გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა ბოლო დროს „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები არაერთგვაროვან კითხვებს ბადებს.
„ჩემი აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებმა მეც არერთი კითხვა გამიჩინა.
„ნებისმიერი სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებლივი უნდა იყოს და არავისში არ უნდა იწვევდეს განცდას, რომ სამართლის მიღმა საკითხებიც არისებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სასამართლო ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას, რაც სხვა სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს", -განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე თქმით, იგი უფრო მეტსაც იტყოდა, თუმცა, რადგანაც ხელისუფლების წარმომადგენელია, შეზღუდულია განცხადებებში, რადგან მისი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება შესალოა აღქმული იყოს სასამართლოზე პოლიტიკური ზემოქმედების მცდელობად.
„მე რომ არ ვიყო ამ წუთას ხელისუფლების წარმომადგენელი და პარლამენტის წევრი, უფრო მეტსაც ვიტყოდი. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემი ნებისმიერი განცხადება შესაძლოა აღქმული იყოს როგორც მოსამართლეზე და ზოგადად სასამართლოზე პოლიტიკური ზემოქმედების მცდელობა. ამიტომ ჯობს სააპელაციო სასამართლოს მივანდოთ ამ საკითხის გადაწყვეტა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ალბათ გასაჩივრდება, თუ უკვე არ არის გასაჩივრებული. ამიტომ ჯობს დაველოდოთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.